“იცხოვრე შენი ცხოვრებით” – კომპანია m² ახალ გზავნილს აანონსებს
რესპონდენტი: ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი – ირინა დუმბაძე
m² 15 წლის გახდა. წლების განმავლობაში კომპანია ახორციელებს დეველოპერულ საქმიანობას და ბაზარზე ნერგავს ინოვაციებს, დასავლურ სტანდარტებსა და თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების კონცეფციას. ბრენდი მუდმივად მუშაობს გაძლიერებაზე, იკვლევს მომხმარებლების სურვილებს, გლობალურ ტენდენციებს და ხვეწს საკუთარ შესაძლებლობებს როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების მიმართულებით.
15 წლის თავზე კომპანიას ახალი გზავნილი შემოაქვს, რომელიც ერთი მხრივ, უკვე არსებული ბრენდის დაპირების – „იცხოვრე უკეთესად“ – განვითარებას წარმოადგენს, მეორე მხრივ კი – თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე კომპანიაში არსებული პასუხების გააზრების და კომპანიის მომავლის ხედვის შედეგია.
15 წელია ბრენდი მომხმარებელს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება, დღეს კი მისი ახალი გზავნილი ასე ჟღერს – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“. განახლდა ბრენდის ლოგოც, რომელზეც დიზაინერმა გიორგი ბოხუამ იმუშავა.
m² უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე საქმიანობს, რა იყო ბრენდის კონცეფცია ამ 15 წლის განმავლობაში
როგორც იცით, m² დიდი ხანია მუშაობს დეველოპერულ ბაზარზე და ავითარებს მას. რეალურად მან მომხმარებელს ნდობა დაუბრუნა სამშენებლო სექტორის მიმართ იმ პერიოდში, როცა m²-მა პროექტების განხორციელება დაიწყო, ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობების ნეგატიური გამოცდილება დომინირებდა.
მაშინ კომპანიამ ბაზარს უკეთესი ცხოვრების კონცეფცია შესთავაზა და ის პირდაპირ პროდუქტში – დასრულებულ რემონტიან სახლებში ასახა. მას მერე გაიზარდა და გამდიდრდა კონცეფციის შინაარსი და უკეთესი ცხოვრების იდეა შევიდა ისეთ ასპექტებში, როგორიც იყო მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტები, ენერგოეფექტიანობა, ინკლუზიურობა, ქალების გაძლიერება კომპანიის გარეთ თუ შიგნით, 24-საათიანი მომსახურება და მომხმარებელთან ურთიერთობები – ყველაფერი ეს ერთად აღებული უკეთესსა და კომფორტულ ცხოვრებას ჰპირდებოდა და დღესაც ასეა – ჰპირდება და აძლევს მომხმარებელს.
რამ განაპირობა კომპანიის ახალი გზავნილი – იცხოვრე შენი ცხოვრებით – რას ნიშნავს ეს გზავნილი?
ყველაფერი ვითარდება და იცვლება ჩვენ ირგვლივ. რა თქმა უნდა, ახალი გზავნილის შემუშავება არ ხდება სიახლის შექმნისა და ყურადღების მიპყრობის გამო, ეს ხდება მაშინ, როცა კომპანიაში მწიფდება ახალი იდეა, მუშაობის ახალი არსი, რეფორმირდება მისია, გარეთ კი იცვლება სურვილები, მოთხოვნები და, ზოგადად, გარემო. ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია.
ჩვენი ახალი გზავნილი „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – ჩვენი დაპირებაა, ის კომპანიაში შეიქმნა და მნიშვნელოვანი ძიების შედეგია, რომელიც განხორციელდა როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების გამოყენებით.
კომპანიაში ვეძებდით სტიმულს, იმას რაც აგვანთებდა და ამავდროულად, იქნებოდა განხორციელებადი, გარეთ ვეძებდით მომხმარებლის დეფიციტს, ადგილობრივ და გლობალურ ტენდენციებს, რაც ჩვენი მომხმარებლის დამოკიდებულებაზე ახდენდა გავლენას და ჩვენ ვიპოვნეთ დეფიციტი, რომლის შევსების მხარდაჭერაც შეგვიძლია ჩვენივეპროდუქტითა და სერვისის გამოყენებით, და არა მხოლოდ, შეგვიძლია არამედ გვაბედნიერებს.
ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით ხშირად საკუთარი თავის შემოტანა სჭირდებათ ცხოვრებაში. ისინი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, აქტიურები არიან. ესაა სეგმენტი წარმატების გზაზე, რომელსაც ყველაზე ხშირად საკუთარი თავის შეხსენება, საკუთარ თავთან, რეალურ სურვილებთან, ცხოვრებასთან დაკავშირება სჭირდება.
აღმოვაჩინეთ, რატომ აქვთ ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ახალი სახლების მიმართ. ერთია რაციონალური დამოკიდებულება და ინტერესი, მეორე კი ემოციური მიზიდულობა, რადგან ადამიანებს აქვთ იმედი, რომ ახალ სახლში, ბოლოს და ბოლოს, დაწყებენ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას, ისე როგორც სურთ, რაც მათია.
ამიტომაც ჩვენ მისიად ვაქციეთ შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე (ინოვაციური/დაცული/უსაფრთხო და სხვა) სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.
შენი ცხოვრებით ცხოვრება არის რეალურად არჩევანი, რომელსაც თუკი ერთხელ გააკეთებ, იგრძნობ, რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავის უცხოვრია! ცხოვრობ შენი უნიკალური ცხოვრებით, რომელიც არ ჰგავს სხვას, სადაც ხარ „შენ“, როგორც მთავარი ღირებულება.
ჩვენი პროექტები და სერვისი, მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული, ინკლუზიური სივრცეები, თანამედროვე და ინოვაციური უბნები და 24-საათიანი მომსახურება შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს დარჩეთ მეტი დრო საკუთარი თავისთვის და იცხოვრონ საკუთარი სტილისა და გემოვნების, სურვილების შესაბამისად, იცხოვრონ თავისი ცხოვრებით.
ბრენდის დონეზე ახალი ღირებულებები ვაფორმულირეთ. თავისუფლება, რომელიც საკუთრი ცხოვრებით ცხოვრების ფუნდამენტია; ზრუნვაზე ფოკუსი – რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ იცხოვრო შენი ცხოვრებით – ჩვენ ვიზრუნებთ; ინოვაცია – რომელიც გადამწყვეტია ტექნიკურ დონეზე და განვითარება, რომელიც ჩვენი კომპანიის ფლაგმანი ღირებულებაა.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ბრენდინგზე და როგორ შეიქმნა ახალი პლატფორმა და ლოგოტიპი?
ჩვენი ლოგოტიპი ჩარჩოში იყო მოქცეული, რადგან კვადრატს ასახავდა. ის „გავათავისუფლეთ“ ჩარჩოდან და უფრო მკაფიო ფერი შემოვიტანეთ, ასევე m-ს ზედა მარცხენა კუთხეში გაუკეთდა დახრა, რაც სახურავის სიმბოლიკას ატარებს. ჩვენი ლოგოტიპის განახლებასა და კორპორაციული სტილის შემუშავებაზე გიორგი ბოხუამ იმუშავა. სარეკლამო რგოლი – „მეტრომ“ დაგვიმზადა.
ჩვენი ახალი გზავნილი მედიის საშუალებით აქტიურ კომუნიკაციაშია, თუმცა ბრენდი არ არის კომუნიკაცია, ის გამოცდილებაა და ჩვენ სწორედ ჩვენი ახალი დაპირების ინტეგრაციის ეტაპზე ვიმყოფებით.
გზავნილები არ იქმნება ერთი წლით, ეს ჩვენი კორპორაციული ცხოვრების ფილოსოფიაა, ამით ვმუშაობთ და ამ მიმართულებას განვავითარებთ მომავალში, ყოველთვის როცა ახალი პროდუქტის შესახებ მივიღებთ გადაწყვეტილებას, პირველი კითხვა იქნება – როგორი უნდა იყოს ის, რომ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა – იცხოვროს თავისი ცხოვრებით – ისე, როგორც არავის უცხოვრია. როგორი უნდა იყოს ჩვენი მომსახურება, რომ მან დაუტოვოს ადამიანებს დროსაკუთარი თავისთვის.
ახალი პლატფორმის ფარგლებში კომუნიკაციისა და ინტეგრაციის გაგრძელება იგეგმება. ეს მუდმივი და განგრძობადი პროცესია, რომელშიც ყველა მიმართულება არის და იქნება ჩართული.