ყველაფერი, რაც საახალწლო სამზადისისთვის გჭირდება – ნინო დარასელის რჩევები და შეთავაზებები თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ირგვლივ სადღესასწაულო ენერგია ტრიალებს და ჩვენც ვემზადებით ახალი წლისთვის, რომლის აღნიშვნაც გრანდიოზულად გვსურს, თუმცა, ყველაფრის დასაგეგმად და მოსამზადებლად დრო იშვიათად თუ გვყოფნის. ვის მასპინძლობთ ახალი წლის ღამეს სახლში? მოიფიქრეთ, უკვე რა გექნებათ საახალწლო ვახშამზე? აირიდე თავიდან დეკემბრის ბოლო დღეების სამზარეულოში გატარება, სანაცვლოდ 2023 წლის გეგმები ჩამოწერე, დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარე და მიიღე სიამოვნება საშობაო ფილმებით.
იმისათვის, რომ წინასაახალწლო სამზადისმა რაც შეიძლება კომფორტულად ჩაიაროს, დავზოგოთ დრო, ენერგია და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ, საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი მიწოდების სერვისი “გლოვო” და “თიბისი” მომხმარებლებისთვის გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი კამპანია “თიბისი კონცეპტის” მომხმარებელს დამატებით შეთავაზებებსა და სხვა სარგებელს სთავაზობს. თუ “გლოვოს” აპლიკაციაში ერთი კალენდარული კვირის განმავლობაში ორჯერ განათავსებ მინიმუმ 40-ლარიან შეკვეთას “თიბისი კონცეპტის” სადებეტო ბარათებით, ორშაბათობით 40 ლარი უკან დაგიბრუნდება “გლოვოს” ანგარიშზე.
რა უნდა გვქონდეს ახალი წლის სუფრაზე?
ახალი წლის ღამეს ტკბილეულებით ვხვდებით, ქართული ჩურჩხელა და გოზინაყი სუფრის განუყრელი ნაწილია. საბედნიეროდ, მხოლოდ “გლოვოს” აპლიკაციაში შევხვდებით ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სუპერმარკეტს – “აგროჰაბს”, სადაც უგემრიელეს ჩურჩხელებსა და გოზინაყს ამზადებენ. ასევე, გირჩევთ სუფრა “აგროჰაბის” საფირმო მოცხარის ჩიზქეიქით გაამრავალფეროვნოთ.
საახალწლო კერძები და სალათები
“აგროჰაბი” ცნობილია ჯანსაღი, სანდო და უგემრიელესი პროდუქციით, შესაბამისად, შეგვიძლია თავისუფლად ვანდოთ მათ ჩვენი საახალწლო ტრადიციული სუფრის გაშლა, სტუმრების კომპლიმენტები კი ჩვენთვის დავიტოვოთ. საახალწლო ტრადიციული კერძებიდან აუცილებლად უნდა გვქონდეს სუფრაზე ინდაურის საცივი, ბაჟე და ხაჭაპური. გემოთა მრავალფეროვნებისთვის საჭიროა სალათებიც – ქათმისა და ცეზარის.
შამპანური და ღვინო
ალკოჰოლური სასმელი დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი და ამასთანავე უნიკალური სასაჩუქრე იდეაა. ტრადიციულად, ახალი წლის ღამეს ოჯახთან ერთად ვხვდებით და 12 საათის დადგომას ერთი ჭიქა შამპანურით აღვნიშნავთ. ყველასთვის ცნობილი მაღაზიები Alcorium და Smugglers 30-40%-იან ფასდაკლებას გვთავაზობენ. გამოიძახეთ “გლოვოს” ობიექტებიდან ფასდაკლებით სასმელი და დამატებით დაიბრუნეთ თანხა “გლოვოს” ანგარიშზე კამპანიის ფარგლებში.
დაგეგმეთ საახალწლო მენიუ “გლოვოს” დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად გაშალეთ ტრადიციული სუფრა და მიიღეთ ქეშბექები. საახალწლო სამზადისი ასეთი მარტივი და კომფორტული არასოდეს ყოფილა!