re: school-ის სპეციალური შეთავაზება კონცეპტის მომხმარებლებს
დღეს, ტექნოლოგიების ერაში, უამრავ გამქრალ თუ გაქრობის პირას მყოფ პროფესიასთან ერთად იქმნება, იხვეწება და ძალებს იკრებს ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული ბევრი ახალი საქმიანობა. თუ ჩვენს, მილენიალების თაობაში აბიტურიენტობისას რამდენიმე ძირითადი მიმართულება – სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება ან რაიმე მსგავსი მიიჩნეოდა წარმატებული კარიერის საწინდრად, ახლა ეს მიდგომა შეცვლილია და ბაზარზე მოთხოვნა სულ სხვა პროფესიების მიმართ ჩნდება.
სწორედ ამ, უკვე არა მომავლის, არამედ აწმყოში საჭირო პროფესიების შესასწავლად არაფორმალური განათლების სივრცე re: educate შეიქმნა, სადაც რეალურ პროექტებში მონაწილეობით შეისწავლება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიები. პროექტის მიზანია 500,000 ადამიანის 5 წლის ვადაში გადამზადება, მათთვის ახალი პროფესიების გაცნობა და კარიერული თუ დასაქმების პერსპექტივის მხრივ ახალი შესაძლებლობების გაჩენა.
re: educate-ის შექმნის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ასაკით უმცროსი მოზარდებისა და ბავშვებისთვისაც, რომელთაც ციფრული ტექნოლოგიები აინტერესებთ, ანალოგიური სივრცე შექმნილიყო, ამიტომ, 2022 წლის 15 ოქტომბრიდან ახალმა პროექტმა აიღო სტარტი – re: school უკვე ორი ასაკობრივი კატეგორიის – 9-იდან 11 წლამდე და 12-იდან 14 წლამდე 200-მდე ბავშვს ასწავლის.
ეს არის არაფორმალური განათლების სივრცე, სადაც ინოვაციური პროექტების შემქმნელები ბავშვებს ასწავლიან ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს.
re: school ივნისში პირველ ნაკადს გამოუშვებს, მანამდე კი მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სთავაზობს ახალ, მოკლევადიან კურსს 12-იდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. სპეციალურად კონცეპტისთვის შექმნილი მოდული 21 იანვრიდან 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და კვირაში ერთხელ, შაბათს, სამსაათიან თავგადასავალს სთავაზობს მოზარდებს ციფრული ტექნოლოგიების საოცარ სამყაროში.
re: school-ში კონცეპტის მომხმარებლების 12-იდან 14 წლამდე შვილები, ახლობლები, ან ოჯახის წევრები ისეთ საგნებს შეისწავლიან, როგორიცაა ვებპროგრამირება, თამაშების შექმნა, კიბერუსაფრთხოება და ეთიკური ჰაკინგი და ემოციური ინტელექტი.
ვებპროგრამირების ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ვებგვერდის პროგრამულად აწყობის საფუძვლებს, HTML-ს, CSS-ს და JavaScript-ს; თამაშების სწავლება მოიცავს როგორც ციფრული თამაშის პრინციპებს და ინსტრუმენტებს, ასევე მუშაობის პრაქტიკული უნარების განვითარებას და, რაც მთავარია, სწავლის პროცესში მარტივი თამაშის შექმნას. თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა კიბერ შეტევები და მათი მოგერიებაა, ამიტომ კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის კურსი ბავშვებს მათ შესახებ თეორიულ ცოდნას მისცემს.
რაც შეეხება ემოციური ინტელექტს, ეს თანამედროვე სამუშაო გარემოს, თანამშრომლობისა და გუნდის მართვისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, სწორედ ამიტომ, ტექნიკურ საგნებთან ერთად ცალკე მოდულად ისწავლება ემოციური ინტელექტი – საკუთარი ემოციების მართვისა და გარშემომყოფთა ემოციების გაგების უნარი.
“ციფრული ტექნოლოგიების გარეშე 21-ე საუკუნის ადამიანის ყოფა წარმოუდგენელია. ამიტომ გვინდა, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე გავუჩინოთ ინტერესი ციფრული ტექნოლოგიების მიმართ და არამხოლოდ ციფრული ტექნოლოგიები შევასწავლოთ –ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ტექნოლოგიების ცოდნა არ არის საკმარისი პროფესიული სრულყოფისთვის, შესაბამისად, ბავშვებს ვუვითარებთ ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევას, რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ, სწორედ ამიტომ, ამ ძირითადი მოდულების გარდა, გვაქვს ბონუს-შეხვედრები ისეთ თემებზე, როგორიცაა საკუთარი ბიზნესის დაწყება, დროის მენეჯმენტი და ცხოვრების დაგეგმვა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, სოციალური მედიის და გაჯეტების ზომიერი გამოყენება, აუგმენტირებული რეალობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, სხეულის ენა, რობოტიკის ვორქშოპები, სტერეოტიპები და მათი გავლენა და ბევრი სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მოზარდს ეხმარება ზოგადი განათლების მიღებაში და თვალსაწიერის გაფართოებაში”, – ამბობს სალომე მგელაძე, re: school-ის თანადამფუძნებელი და CEO და გვიხსნის, რომ ამ სივრცეში დარგის საუკეთესო სპეციალისტები ასწავლიან ბავშვებს – “მენტორები და მასწავლებლები ჩვენივე გუნდის წევრები არიან. თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში საუკეთესო მენტორები გვყავს. ჩვენს მოსწავლეებს პრაქტიკოსი და ნოვატორი პროფესიონალები ასწავლიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”.
როცა ახალი პროფესიების დაუფლებაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. re: educate-ს რამდენიმე წარმატებული მაგალითი უკვე აქვს, როდესაც კურსდამთავრებულები საკუთარ პროექტებში ან პარტნიორ ორგანიზაციებში დაასაქმა.
იგივე იგეგმება re: school-ის შემთხვევაშიც, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ტესტირებები და გასაუბრებები ჩატარდება კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში უკვე re: educate-ში განაგრძობენ კონკრეტული პროფესიების უფრო მეტად, სიღრმისეულად შესწავლას.
“რეალურად, პავლესთვის და სხვა დამფუძნებლებისთვის re: educate-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ის იყო, რომ საქართველოში უმუშევრობა 25 წლამდე ახალგაზრდებში 41%-ია. და არამხოლოდ ახალგაზრდებში, ზოგადად უმუშევრობის მაღალი პროცენტია საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ციფრული ტექნოლოგიების სწავლით შესაძლებელია უმუშევრობის შემცირება და საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ღირსეული ანაზღაურებით დასაქმება.” – გვიყვება სალომე მგელაძე.
re: educate-ი და re: school-ი აქტიურად მუშაობს საკუთარი არაფორმალური განათლების მოდელის როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ გატანაზეც. ამჟამად რეკრუტირების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში, მოლაპარაკებებს კი ბალკანეთის ქვეყნებთან აწარმოებენ. თუმცა, სანამ ქართულ ინიციატივას საზღვრებს გარეთ გაუღწევია, მანამდე თბილისში, 21 იანვრიდან შეგიძლიათ ბავშვები re: school-ზე დაარეგისტრიროთ.
თუ თქვენ გარშემო მოზარდს აინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები, სახლში, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს და უნდა, რომ ცოდნა დარგის სპეციალისტების მენტორობით, თანატოლების გარემოცვაში გაიღრმაოს, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის შექმნილი ეს შემოთავაზება სწორედ მათთვისაა.
შეთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ re: school-ის მენეჯერს: 551 42 00 99, ან კონცეპტ ასისტენტს: 0322 27 27 00