ერთი ხის ტყე – ჯგუფური გამოფენა გალერეა 4710-ში
გააზიარე სტატია
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას, “ერთი ხის ტყე”, რომელიც 9 ქართველი არტისტის ნამუშევრებს აერთიანებს.
“დასაწყისშივე უნდა განვმარტოთ, რომ ეს გამოფენა ხეებზე არაა, ადამიანებზეა. და გამოფენაზე ნაჩვენები თითოული ხეცადამიანის მეტაფორად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
თუ დაფიქრდები, რთულია ბუნებაში ადამიანისთვის უკეთესი მეტაფორის პოვნა.
ეს გამოფენა ადამიანზეა. მის ნაკვალევზე და გასავლელ გზაზე. მის ცნობიერ და არაცნობიერ ქმედებებზე და შედეგებზე, რომლებიც მოაქვს და მოაქვს.” – ანა გაბელაია, გამოფენის თანა-კურატორი.
გამოფენა არის პროექტის ‘The Message Project’ ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებასთან ხელოვნების სხვადასხვა ფორმის საშუალებით კომუნიკაციას.
მსურველებს დათვალიერება 26 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.