fbpx

სწორ დროს, სწორ ადგილას – SOLO X SCOOT SCOOT


გააზიარე სტატია

ცნობისმოყვარეობა და სიახლის მუდმივი ძიება ის თვისებებია, რაც ადამიანს ახალი შესაძლებლობების დანახვისაკენ უბიძგებს. სამყაროს გაცნობა დაუსრულებელი პროცესია და ამ პროცესის კვალდაკვალ, უამრავ საინტერესო ისტორიას და მოვლენას ვაწყდებით. ცნობისმოყვარე ადამიანები ამ მოვლენებს არამხოლოდ ამჩნევენ, არამედ ხედავენ, აღიქვამენ, საკუთარ თავთან აკავშირებენ და ნანახისაგან ინსპირაციას იღებენ. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან მომავალს – ადამიანები, რომლებიც არასდროს ჩერდებიან, გამოწვევებს არ ნებდებიან, ყოველდღიურობას საინტერესო თავგადასავლად აღიქვამენ და ყოველთვის სწორ დროს და სწორ ადგილას არიან.

სწორედ ამ პერსონებისა და მათი წარმატების ისტორიების ინსპირაციით, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა SOLO X, რომელმაც SOLO- ებს მათზე მორგებული საბანკო მომსახურება, სერვისები და პროდუქტები შესთავაზა. SOLO X-ის წარმდგენი ვიდეოს ერთ-ერთი ეპიზოდი Scoot Scoot-ს და მის დამფუძნებლებს უკავშირდება – ადამიანებს, რომლებმაც მორიგი მოგზაურობისას აღმოჩენილ სიახლეებში შესაძლებლობა დაინახეს და წარმატებულ ბიზნესადაც აქციეს. SOLO X არსებული რეალობის გაუმჯობესებულ ალტერნატივას ქმნის, სწორედ ეს აკავშირებს მას ვიდეოს გმირებთან და ამ შემთხვევაში Scoot Scoot-თან, რომელმაც კომერციულად წამატებული ბიზნეს მოდელი და სასარგებლო ცვლილებები იდეალურად გააერთიანა.

გიორგი მონავარდისაშვილი Scoot Scoot-ის თანადამფუძნებელია. როგორც ანტრეპრენერს არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია. ბიზნესის განვითარებზე ზრუნვის პროცესში, მის ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უკავია ფინანსურ ოპერაციებს.

გიორგი მონავარდისაშვილი:

„საბანკო პროდუქტებს ყოველდღიურად ვიყენებ და თანაც საკმაოდ მრავალმხრივად. ყოველთვის ციფრული გადარიცხვებით ვსარგებლობ, ამიტომაც SOLO X ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ეს არის პროდუქტი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს ზუსტად პასუხობს.“

2023 წელს Scoot Scoot საერთაშორისო კომპანია ხდება და სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე გადის. ბიზნესის ახალ ეტაპზე გადასვლა ბევრ დეტალს ცვლის – მათ შორის ცვლის ამ ბიზნესის მიღმა მყოფი ადამიანების ყოველდღიურობას. იზრდება პასუხისმგებლობები, საქმიანი ურთიერთობების მასშტაბები. ამასთან ერთად, ფინანსური ოპერაციების სისწრაფე და ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„ძალიან ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ ყოფნა და შესაბამისად – დისტანციური სერვისებით სარგებლობა. როდესაც სხვა ქვეყნიდან მართვავ ბიზნესს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მომსახურება დისტანციურად ხელმისაწვდომი იყოს“ – გიორგი მონავარდისაშვილი, Scoot Scoot-ის თანადამფუძნებელი.

უნდა აღვნიშნოთ, SOLO X მხოლოდ საბანკო პროდუქტი არ არის – ეს უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც არამხოლოდ ამარტივებს მომხმარებლის ყოველდღიურობას, არამედ მის, დასვენებაზე, გართობაზე და შემეცნებაზეც ზრუნავს. ყველა მომხმარებელს განსხვავებული ცხოვრების წესი და განსხვავებული ჰობი აქვს, თუმცა SOLO X LIFESTYLE-ის სერვისები იმდენად მრავალფეროვანია, რომ საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს ყველა მარტივად აღმოაჩენს. გიორგი მონავარდისაშვილის შემთხვევაში SOLO X LIFESTYLE მოგზაურობის დროს დამატებითი კომფორტის შესაქმნელად საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.

„SOLO X აეროპორტებში VIP ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობას მაძლევს, რაც ჩემს მოგზაურობას კიდევ უფრო მეტ კომფორტს და სიამოვნებას სძენს.“ – გიორგი მონავარდისაშვილი.

SOLO X თავის მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა, რომელიც მომხმარებლებს ბანკირის დახმარების გარეშე საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა SOLO-ს დისტანციური ცენტრი 24 საათის განმავლობაში დახმარებისთვის მზადაა. SOLO X-ის მიერ რეალურ დროში ბაზრის ტენდენციების ანალიზი კი სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიღებაში ეხმარება მომხმარებელს.

SOLO X ბანკინგი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით. პრემიუმ ბარათები მომხმარებელს სთავაზობს უფრო მეტ ბენეფიტს, როგორიცაა აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და სხვა.

კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის SOLO X LIFESTYLE-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს წვდომა წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე.

SOLO X – ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://solo.ge/ka/solo/products/solo-x

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.