fbpx

აღმოაჩინეთ ქართლი თავიდან – თიბისი კონცეპტი x მოგზაური ქართლში გეპატიჟებათ


გააზიარე სტატია

 

ფოტოები: ზაქარია ჭელიძე

 

საინტერესო თავგადასავლებისა და ახალი შთაბეჭდილებების მოყვარულ ადამიანებს თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ ქართლში დაუვიწყარ ტურს გთავაზობთ, სადაც მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოს აღმოაჩენთ. 

ეს იქნება 2-დღიანი მოგზაურობა, რომლის ფარგლებშიც ქართველი დიდგვაროვნების სასახლეებს მოინახულებთ და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებსა თუ ლეგენდებს მოისმენთ. 

აღსანიშნავია, რომ ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ატენის ხეობაში, საკუთარ სასტუმროში გიმასპინძლებთ. 

იქ ატენის ხეობის ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის გაცნობასთან ერთად, ატენური ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ და ქართლური კულინარიის სიმბოლოების –  პურისა და ნაზუქის თონეში ცხობასაც დაესწრებით.  

მოგვიანებით კი სოფელ გუდალეთში გადაინაცვლებთ, სადაც მხატვარი და დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი წლების წინ მამასთან ერთად საკუთარი ხელით აშენებულ სახელოსნოში გიმასპინძლებთ.

„მიუხედავად იმისა, რომ სოფელ გუდალეთში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გადავბარგდი, ჩემი სახელოსნო ჯერ კიდევ დალაგების პროცესშია, სიამოვნებით ვუმასპინძლებ სტუმრებს, რომელთაც ჩემი შემოქმედება აინტერესებთ და უნდათ ჩემთან შეხვედრა“, – ამბობს მხატვარი გუგა კოტეტიშვილი. 

ამ დაუვიწყარი ტურის კულმინაცია მუხრანბატონის სასახლეში ლევან წულაძესთან შეხვედრა იქნება. რეჟისორი ადგილობრივ აზნაურთა სოციალურ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის – გიორგი ერისთავის მიერ ქართლის სასახლეებში დადგმული წარმოდგენების როლსა და შესაბამისად, ქართული კლასიკური თეატრის საფუძვლებს გაგაცნობთ. 

კარგი ისაა, რომ ამ ტურის ფარგლებში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებზე 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.