fbpx

გაზეთი “სამასსამოცდახუთი” – მესამე გამოცემა


გააზიარე სტატია

ერთად ვიზეიმოთ მზის გარშემო კიდევ ერთი ბრუნი, კიდევ ერთი გაზეთი, კიდევ მრავალი გაზიარებული ტექსტი, ფიქრი, განწყობა. 

გაზაფხულის მზის ბუნიობა ალბათ მართლაც წლის ახალი დასაწყისია. მესამე წელია, რაც გაზეთით ვაკვირდებით ამ პერიოდში მომხდარ ბუნებრივ თუ საზოგადო მოვლენებს. გაზეთ “სამასსამოცდახუთის” ყოველი გამოცემა გარდატეხასა და ცვლილებებს ემთხვევა და ხელოვანების პირადი განცდებითა და დამოკიდებულებებით აღწერს მომხდარს, თავს უყრის და ინახავს.

გაზეთის სტატიები  იმდენად ეხება საჯარო მოვლენებს, რამდენადაც პირადი განცდით არის დანახული. და პირიქით, იმდენად ეხება საკუთარს, რამდენადაც საჯაროდ გასაზიარებელია.

გაზეთ “სამასსამოცდახუთის” პრეზენტაცია გაიმართა 25 მარტს, 16:00 საათზე წიგნების მაღაზიაში BOOKS FROM PAST (გ. ახვლედიანის 10).

წლევანდელ, მესამე გამოცემაში ორმოცდახუთი ხელოვანის სტატიას გაეცნობით. ზოგიერთი მათგანი პირველად წერს გაზეთისთვის, ზოგი კი უკვე წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აღწერს დროის დინამიკაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მათი სახელოვნებო პრაქტიკისა და საბოლოოდ – ნამუშევრებისთვის მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადამწყვეტიც კი აღმოჩენილა.

1-ელ აპრილს გაზეთი “სამასსამოცდახუთი” წარმოადგენს  მოხსენებებს თიბისი კონცეპტის სივრცეში. 

16:00 საათზე – ლაშა ბაქრაძე –  “ჟურნალ-გაზეთები საქართველოში XIX საუკუნეში”; 17:00 საათზე კი ბელა წიფურია – “1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები”.

____

მესამე გამოცემაში მონაწილე ხელოვანები: ანასტასია ახვლედიანი, არიალი, ანუკა ბელუგა, მარიამ აქუბარდია, გიორგი არაბული, ლია ბაგრატიონი, რუსუდან ბადრიაშვილი, სოსო ბაკურაძე, თამარ ბოჭორიშვილი, ნათია ბენაშვილი, Gertrude strong, თორნიკე გოგნაძე, ელენე გაბრიჩიძე, გიორგი გელაძე, თათია დარჩიაშვილი, ნუცა ესებუა, ნინო ზირაქაშვილი, თეო ბურკი, ნიკა კოპლატაძე, თეკლა კიღურაძე, თამარ კალანდაძე, ანა კეზელი, სოფო კობიძე, ლევი დენი, ნინო მაღლაკელიძე, ქეთევან ნადიბაიძე, მასუ მწარიაშვილი, ანნა რაუსონი-ჯაფარიძე, კოტე სულაბერიძე, ანა ჩადუნელი და მაქსველ სიმერი, მარიამ საკნელაშვილი, მიშიკო სულაკაური, სანდრო სულაბერიძე, სოლომონ აფროდიტუსი, ვახტანგ ქანთარია, მარი ყალაბეგაშვილი, ელენე შატბერაშვილი, ზურა ცოფურაშვილი, ნინო ჭილაშვილი, ნიკა ხაბელაშვილი, ქეთევან ჯანანაშვილი, გვანცა ჯგუშია, ანნა ჯიბლაძე.

გაზეთის ავტორები: მარიამ კუპრაშვილი, ელენე გაბრიჩიძე, სალომე სორდია, ლუკა აქიმიძე.

____

მესამე გამოცემის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.

ყდა და დიზაინის ელემენტები შეიქმნა თავი­სუ­ფა­ლი უნივერსიტეტის, ვიზუალური ხელოვნების, არქი­ტექტურის და დიზა­ინის სკოლის (VA[A]DS) კომუნიკაციის დიზა­ინის მიმართუ­ლე­ბის სტუდენ­ტებ­თან კოლა­ბორაციით. ავტორები: გვანცა ბლიაძე, ლიზი გიორგაძე.  ხელმ­ძღვანელი: მარიამ ზალდასტანიშვილი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.