Kitchen & Living-ისა და AT.ge-ს საერთო ვახშამი FRAMA-სთან ერთად
“Kitchen & Living By Gastronome” – სამზარეულოს, კულინარიისა და (უკეთესი) ცხოვრებისათვის აუცილებელი ნივთების, დანადგარების, ინსტრუმენტებისა და დიზაინ ობიექტების კონცეპტუალური შოურუმია. შოურუმი რამდენიმე სხვადასხვა პლათფორმიდან უკეთესი ცხოვრებისთვის ( for better living ) იდეებს აზიარებს.
AT.ge-სთან ერთად მან 40 დიზაინერი და არქიტექტორი შეკრიბა, რომლებსაც FRAMA Copenhagen-ის წარმომადგენლებთან ერთად გაუმასპინძლდა.
FRAMA საყოფაცხოვრებო ნივთების მულტი-დისციპლინარული ბრენდია, რომელიც გრძნობებითა და ჰარმონიული ცხოვრებითაა ინსპირირებული.
FRAMA-ს გუნდს სჯერა, რომ დიზაინი ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, აღმოჩენების შთაგონებას და ჰარმონიულ ცხოვრებას. ბრენდი მუდმივად მუშაობს, როგორც სტუდიის, ისე დამოუკიდებელ დიზაინერებთან და არტისტებთან.
მოწვეული სტუმრების ნაწილმა რჩევებიც გაგვიზიარა (უკეთესი) დიზაინისთვის.





















