მეტ გალა 2023
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ მოვლენას, მეტ გალას უმასპინძლა, რომელსაც ხშირად მოდის „სუპერ თასსაც“ უწოდებენ. წლევანდელმა საღამომ, სახელწოდებით „Karl lagerfeld: A Line of Beauty“, ლეგენდარულ დიზაინერს, კარლ ლაგერფელდს მიაგო პატივი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, მოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელებთან, Chanel-თან და Fendi-სთან ასოცირდებოდა. ლაგერფელდი 1983 წლიდან მის სიკვდილამდე, 2019 წელს, Chanel-ის კრეატული დირექტორი იყო და ფრანგული მოდის სახლის კლასიკური სტილის შენარჩუნებით მის ხელახლა აღორძნებას შეუწყო ხელი.
მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ გამართულ ექსკლუზიურ ღონიძიებაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით ხდება, რომელსაც ყოველწლიურად ნიუ-იორკის Vogue-ს რედაქტორი, ანა ვინტური ხელმძღვანელობს. 2023 წლის თანა-თავმჯდომარეებად ჩოქბურთის ვარსკვლავი როჯერ ფედერერი, მომღერალი დუა ლიპა და მსახიობი პენელობა კრუზი დასახელდნენ.
დამსწრე „სელებრითები“ „კარლის საპატივცემულოდ“ დიზაინერის ვინტაჟური კოსტიუმებით გამოცხადდნენ. მსახიობი ნიკოლ კიდმანი მისი Chanel No 5-ის საკულტო რეკლამის კაბით წარსდგა წითელ ხალიჩაზე. დუა ლიპამ და მსახიობმა მარგო რობიმ 90-იანების რემინისცენციით, კლაუდია შიფერის 1992 წლის და სინდი კროუფორდის 1993 წლის Chanel-ის ჩვენების კლასიკური look-ები გაიმეორეს.
მსახიობ ჯარედ ლეტოს და რეპერი Doja Cat-ისკოსტიუმების ინსპირაცია გერმანელი დიზაინერის საყვარელი კატა, Choupette იყო. უკანასკნელი პროთეზითა და კატის ყურებით მთლიანად აღნიშნულ ცხოველად ტრანსფორმირდა, მეტიც, რეპერმა ინტერვიუებშიც კატის როლი მოირგო. „ბევრმა ადამიანმა დამპატიჟა მეტ გალას 2023 წლის წითელ ხალიჩაზე მამის პატივისცემის ნიშნად, მაგრამ ჩვენ სახლში მყუდროდ ყოფნა ვამჯობინეთ“, – გამოქვეყნებულია ლაგერფელდის კატის ინსტაგრამის ოპიციალურ პოსტში. „ჩვენ პატივს მივაგებთ მამას ყოველ დღე მასთან განშორების შემდეგ და აღელვებით ველოდებით კდევ ერთ დღეს, რომელიც მას ეძღვნება.“
მსახიობ ჯერემი პოპის სამოსი ყველაზე მეტად მიუთითებდა ლაგერფელდზე, მან მეტროპოლიტენის მუზეუმის გრანდიოზული კიბე დიზაინერის ცნობადი სახით სახით „გაანათა“, რომელიც მის უზარმაზარ მოსასხამზე იყო გამოსახული.
მომღერალი რიანა მეტის კიბეებზე ყველაზე გვიან ავიდა და ცერემონია თეთრ კოსტიუმში და მზის სათვალეებში დაასრულა, რითიც ლაგერფელდის Chanel-ის ჩვენებების საპარტძლო კაბებით დახურვის ტრადიცია გააცოცხლა.
ტრადიციისამებრ, არც წლევანდელ მეტ გალას ცერემონიას ჩაუვლია სკანდალის გარეშე. ბევრმა უკმაყოფილება და პროტესტი გამოთქვა 2023 წლის თემისამდი და ხაზი გაუსვეს დიზაინერის მიერ წარსულში გაკეთებულ საკამათო კომენტარებს, განსაკუთრებით ქალის სხეულის შესახებ.
კარლ ლაგერფელდის ათწლეულის კარიერა და შემოქმედებითი ნიჭი მხოლოდ მოდას სცდებოდა და ის ფოტოგრაფიას, კინოს, პერფორმერობას, კურატორობას, ავეჯის დიზაინს, გამომცემლობას და კიდევ სხვა სფეროებსაც მოიცავდა.
გამოფენაზე წარმოდგენილ კოსტიუმებზე, რომლებიც ლაგერფილდის ესკიზების ვრცელი კატალოგიდან არის აღებული, ისეთი დისციპლინური გავლენები შეინიშნება, როგორიცაა არტ დეკო, მემფის გრუფი, რენესანსის ეპოქის სამოსი და რობოტებიც კი.
ესკიზები ლაგერფელდის კრეატიული პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ის დიზაინერსა და მის შემოქმედები გუნდს შორის, რომელიც მის ხედვას აცოცხლებდა, კომუნიკაციის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა.
მისი ნაყოფიერი მოდის კარიერის მიღმა, ლაგერფელდი ასევე რეჟისორი და პროდუსერი იყო. მას არაერთი მოკლემეტრაჟიანი კინო აქვს შექმნილი, მათ შორის 18-წუთიანი ფილმი „იყო და არა იყო რა“, რომელშიც ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლი გაბრიელის, ანუ „კოკო“ შანელის როლს ასრულებს.
რაც შეეხება კამერის წინ, ის ენდი უორჰოლის 1973 წლის ფილმში, L’Amour გერმანელ არისტოკრატს თამაშობდა.
როგორც ფოტოგრაფს, ლაგერფილდს მრავალი მარკეტინგული და სარედაქციო კონტენტი აქვს შექმნილი, კერძოდ Chanel-ისთვის და Fendi-სთვის. ამასთან ერთად დიზაინერი პორტრეტებითა და ნატურმორტით იყო გატაცებული.
გარდაცვალებამდე, 2019 წელს, ლაგერფილდმა არქიტექტორ ალინ ასმარ დ’ამმანთან თანამშრომლობით, Carpenter’s Workshop-ისთვის ავეჯის ხაზი გამოუშვა.
დიზაინერის მდიდარი არტისტული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მეტ გალას წითელი ხალიჩა წელს მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.



















