ფიწალი დისნეი
ძალიან საინტერესო ამბავი ხდება თეატრში ათონელზე. თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის ფილიპ რიდლის პიესა ქართულ თეატრში პირველად იდგმება და თანაც მსახიობების მიერ. სწორედ მაითი ინიციატივით შედგა კოლაბორაცია მხატვართან, მუსიკოსთან. ჯგუფის მიზანი მასალის ერთობლივად გააზრება და სცენაზე გადატანა გახდა.
ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს, სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინება. თუმცა, შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და მათ ძილბურანიდან გამოფხიზლებას შეეცდებიან. „ფიწალი დისნეი” აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს.
• პრემიერა • 5, 6, 7, 27, 28 მაისი | 20:00
- ავტორი: ფილიპ რიდლი
- თარგმანი: გურამი ღონღაძე
- მხატვარი: თამრი ოხიკიანი
- კომპოზიტორი: გიორგი გიგაშვილი, ნიკალა ზუბიაშვილი
- ფოტო: ნატა სოფრომაძე
- პოსტერი: ივა ქიმერიძე
მონაწილეობენ: სანდრო სამხარაძე, სოფიო ზერაგია, ნიკუშა ბაქრაძე, ლაშა მებუკე




