Skillwill – სრული სვლით მომავლისკენ
ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესით ხასიათდება. სამყარო, რომელშიც ვარსებობთ, გასაოცარ და შეუქცევად ტრანსფორმაციას განიცდის. ხელოვნური ინტელექტიდან და მექანიკური პროცესების ავტომატიზაციიდან დაწყებული, კვანტური გამოთვლებით დამთავრებული, ყველა პატარა წარმატება ჩვენს ყოველდღიურობაში ამა თუ იმ გზით ყოველდღიურად აღწევს. Შეიცვალა ჩვენი მუშაობის, კომუნიკაციისა და რეალობის აღქმის გზებიც. სრული სვლით მომავლისკენ სიარულმა გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ ციფრულ ინდუსტრიებში, არამედ ჩვენს პირად ცხოვრებაშიც. დღეს როგორც არასდროს, ჩვენ უკვე ვხედავთ რამხელა დატვირთვა აქვს ტექნოლოგიების ცოდნას და დღეს როგორც არასდროს, ყველაზე კარგად ვაფასებთ პროგრამირების შესწავლის მნიშვნელობას.
ტექსტი, რომელიც ზემოთ წაიკითხეთ, თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის დაწერილია. თარგმნისა და მცირე გრამატიკული შესწორებების შემდეგ კი ამ ტექსტმა თქვენამდეც მოაღწია. მსგავსი ტექსტის შესრულების ფუნქცია მხოლოდ ზედაპირული, მარტივი დავალებაა, რომლისთვისაც თავის გართმევ ხელოვნურ ინტელექტს უპრობლემოდ შეუძლია. ტექნოლოგიურ განვითარებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ახლა მთავარია ჩვენ ავუწყოთ ფეხი პროცესს და სწორად დავინახოთ ჩვენი თავი მომავლის სურათში.
უკვე ვახსენეთ, რომ გაციფრულებულ მსოფლიოში ტექნოლოგიების ცოდნა პროფესიულ დონეზე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. მსოფლიოს დღევანდელი მონაცემებით არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი მზად დახვდეს ტექნოლოგიურ რევოლუციას. სწორედ ამ “ტალანტის დეფიციტის” შესავსებად და მსოფლიო ბაზარზე ქართველ პროფესიონალებზე მოთხოვნის გასაზრდელად შეიქმნა ონლაინ აკადემია “სქილვილი”.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც “სქილვილი” თავის მთავარ მისიას ახორციელებს და ადამიანებს ეხმარება მიიღონ განათლება, მოახდინონ თავიანთი უნარების სრულად რეალიზება და დასაქმდნენ კონკურენტუნარიან გარემოში. “სქილვილის” სამკომპონენტიანი სწავლების ინოვაციური მეთოდი სტუდენტებს საშუალებას აძლევს ტექნიკურ ცოდნასთან ერთად შეიძინონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები, რომლებიც მათ სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს. “სქილვილი” არა მხოლოდ განათლების მიღებაში, არამედ მის რეალიზებაშიც ეხმარება კურსდამთავრებულებს და მათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალების წრეში გამორჩეულ წევრებად აქცევს.
“სქილვილს” გამოარჩევს ისიც, რომ აქ სწავლა შეუძლია ყველას, ასაკისა და პროფესიის მიუხედავად. ლექციები კი საღამოს, ონლაინ რეჟიმში ტარდება, რომ ცოდნის მიღების პროცესი აკადემიის ყველა სტუდენტის გრაფიკს იდეალურად მოერგოს.
ტექმიმართულებით აკადემია 7-თვიან საბაზისო კურსს სთავაზობს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ ინდუსტრიაში. იმ შემთხვევაში, თუ უკვე ფლობთ გარკვეულ ცოდნას ტექზე და გსურთ კონკრეტული მიმართულებით განვითარდეთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ფრონტენდ და ბექენდ დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, IT პროექტების მართვისა და ციფრული პროდუქტების ტესტირების 3-3-თვიან კურსებს. თქვენი არჩევანი კი დამოკიდებულია თქვენსავე გამოცდილებასა და ინტერესებზე.
“სქილვილს” ასევე კარგად ესმის, რომ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა კიდევ ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროთი – მარკეტინგითაც შეიძლება. ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ ციფრული მარკეტინგის, ციფრული ედვერთაიზინგის ან სოციალური მედიის მართვის 3-თვიანი სპეციალიზებული კურსები. აქ არჩევანი, ისევე როგორც ტექმიმართულებაში, დამოკიდებულია თქვენს ინტერესებსა და სამომავლო ხედვებზე. თუმცა ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში თქვენს ახალ პროფესიას სფეროში მომუშავე პროფესიონალები შეგასწავლიან, რომლებთან ურთიერთობაც მაღალკვალიფიციურ კადრად ჩამოყალიბების საშუალებას მოგცემთ.
დაბოლოს, სტატიას დავამთავრებთ იმაზე საუბრით, რითაც დავიწყეთ – ხელოვნური ინტელექტით. თუკი გსურთ, ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი სრულფასოვნად გაიგოთ და მხოლოდ მარტივი დავალებების მიცემით არ შემოიფარგლოს თქვენი ურთიერთობა, შეგიძლიათ აირჩიოთ “სქილვილის” 3-თვიანი კურსი ხელოვნურ ინტელექტზე. კურსის საშუალებით ასევე გაიგებთ, როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის მართვისთვის. შეძლებთ, შეისწავლოთ AI პროექტების მართვა და აღმოაჩინოთ მისი უსაზღვრო შესაძლებლობები.
სქილვილში რეგისტრაცია 26 ივნისამდე გრძელდება.
სარეგისტრაციოდ ეწვიე ბმულს.