ზუთხისებრი მთვარე: სუპერმთვარის ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან
გააზიარე სტატია
სუპერმთვარე Basilica of Our Lady of Mount Carmel-ის გუმბათის უკან, ვალეტა, მალტა.
მთელი მსოფლიოს ვარსკვლავების დამკვირვებლები, სამშაბათ ღამით, მთვარის ჩვეულებრივზე უფრო დიდი და კაშკაშა სილუეტის თვითმხილველები გახდნენ. ამ თვის სავსე მთვარემ, რომელსაც სტარგეონი შეარქვეს, ღამის ცა მზის ჩასვლიდან მცირე ხანში გაანათა. ამ თვეში, ეს იყო ორი სუპერმთვარიდან ერთ-ერთი. შემდეგი სავსე მთვარე 30 აგვისტოს გამოჩნდება, რომელსაც ლურჯ მთვარედ მონათლავენ, რადგან ერთ კალენდარულ წელიწადში რიგით მეორე სავსე მთვარე იქნება. მანამდე კი, შეგიძლიათ სამშაბათის სუპერმთვარის ამ ფოტოებით დატკბეთ:
სამშაბათის ,,ზუთხისებრი მთვარე” (sturgeon moon), რომელსაც აღნიშნული სახელი ამ წელს ჩრდილოეთ ამერიკის ტბებში ზუთხის მომრავლების გამო დაერქვა, დანათებს პრისტინის, კოსოვოს შენობებს.
ამ ფოტოზე იგი ნიქოზიის (კვიროსი) თავისუფლების მონუმენტის უკან, ღამის ცას ანათებს.
სუპერმთვარე აგრეთვე დააფიქსირეს საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელი კოშკურის უკან, ბენ გირონის აეროპორტში, თელ ავივთან ახლოს, ისრაელში.
ამ სურათზე იგი იდეალურ სიმეტრიაში გვევლინება ჰუაიანის ტელე კოშკთან, ჯინგსუს პროვინცია, ჩინეთი.
Galata Tower სტამბული, თურქეთი
ჩამობნელებასთან ერთად სუპერმთვარე კაშკაშად ანათებდა სტამბულის ღამის ცაზე, grand Camlica mosqueს თავზე.
ამ ფოტოზე კი მისი ნათება დაფიქსირებულია cuatro torres ბიზნეს სივრცის თავზე, მადრიდში, ესპანეთი.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.