fbpx

თბილისსა და ქალაქგარეთ მდებარე მულტიფუნქციური სივრცეები გართობისა და დასვენებისათვის


გააზიარე სტატია

განტვირთვისა და დასვენებისათვის ხშირად ისეთ ადგილებს ვეძებთ, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, გამორჩეული ხედები, ინტერიერი, შესაბამისი სერვისი და ის ატმოსფერო დაგხვდება, რომელიც დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში  არაერთი საინტერესო კონცეფციის სივრცე გაიხსნა, სადაც  სტუმარს სასიამოვნო გამოცდილება ელოდება. ერთ-ერთი დეტალი, რაც ასეთ სივრცეებში მომხმარებლებს განსაკუთრებით ხიბლავს, ბუნებასთან ინტეგრაციაა. ასეთი სივრცეები თანამედროვე მომხმარებლისათვის საუკეთესო ადგილია არამხოლოდ დასვენებისათვის,  არამედ სამუშაო შეხვედრებისათვის,  მეგობრებთან ერთად ვახშმობის ან სხვადასხვა განსაკუთრებული მოვლენის  აღნიშვნისათვის. 

სტატიაში გაგაცნობთ თბილისსა თუ ქალაქგარეთ მდებარე დამახასიათებელი კონცეფციის სივრცეებს, რომლებიც რეკრეაციული ზონით, ადგილმდებარეობით, გემრიელი კერძებით და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

 

Tbilisi Hills Restaurant 

Tbilisi Hills Restaurant ის სივრცეა, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის ყველა მოლოდინს გაამართლებს. აქ ევროპელი შეფმზარეულის მიერ შექმნილ გამორჩეულ კერძებთან ერთად, მყუდრო გარემო და ულამაზესი ხედები დაგხვდებათ. „თბილისი ჰილსის რესტორანი“ ჰარმონიულ ერთიანობას ქმნის Tbilisi Hills Golf & Residences-ის სივრცესთან, რომელიც ქალაქიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. გოლფის მოედნებით გარშემორტყმული რესტორნიდან ულამაზესი ხედები იშლება, სადაც დროს სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებთ. Tbilisi Hills Restaurant-ის მენიუ ნატურალური ქართული ინგრედიენტებით შექმნილ კერძებს აერთიანებს, რომლის დაგემოვნებაც თითოეული სტუმრისათვის გამორჩეულ კულინარიულ თავგადასავლად იქცევა. სივრცის კონცეფცია საუკეთესოდაა ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრების სტილთან –  სწორედ ამის მაგალითია ღონისძიებების სერია, რომელიც მის მრავალფუნქციურობას არაჩვეულებრივად ერგება. იოგა და საუზმე, „გოლფი და ბრანჩი“, „ღვინის, ვახშმისა და ჯაზის საღამო“  –  ეს ის თემატური ღონისძიებებია, რომლებიც გემრიელ კერძებსა და სასიამოვნო აქტივობებს აერთიანებს.         

         

კიკეთის ფერმა

კიკეთის ფერმა სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც  სტუმარს მრავალფეროვან გამოცდილებას და სერვისს სთავაზობს. კიკეთის ფერმა თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, 1100 მეტრზე მდებარეობს და  საბჭოთა პერიოდის ფერმის ადგილზეა მოწყობილი. ტერიტორიაზე დღეისათვის ფუნქციონირებს სასტუმრო კონტეინერი, მარანი, ფერმა, თავლა, აბანო, შემეცნებით-საგანმანათლებლო სივრცე მასტერკლასებისთვის, სათბურები და ვარდების სანერგე მეურნეობა. კიკეთის ფერმის ფილოსოფია გულისხმობს ბუნებაში მინიმალური ჩარევის გზით, ახალი სივრცეების შექმნას და არსებული ნაგებობებისთვის ავთენტური იერის შენარჩუნებას. ტერიტორიაზე მოწყობილ ღია და დახურულ სივრცეებში შესაძლებელია მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვა. 

 

Silver Lakes Farm

ტბებით და კავკასიონის ულამაზესი ხედებით დამშვენებული რეპორტი კახეთში, თელავში მდებარეობს. მნიშვნელობა არ აქვს  ხანგრძლივი შვებულების სასიამოვნოდ გატარებისათვის ეძებთ ადგილს თუ რამდენიმე საათით გსურთ განტვირთვა, Silver Lakes Farm გამორჩეული ადგილია დასასვენებლად და სასიამოვნო მოგონებების შესაქმნელად.  აღსანიშნავია სივრცის მენიუც, რომელიც ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებულ ქართულ კერძებს აერთიანებს. ფერმის დიდი სივრცე საშუალებას გაძლევთ ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში მოაწყოთ წვეულებები და თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და დღეები განსაკუთრებულად აღნიშნოთ. 

 

ცისკარი

„ცისკარი“ თბილისში, კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე სივრცეა, რომლის კონცეფცია რესტორანს, კაფეს და სოციალურ კლუბს აერთიანებს. „ცისკარი“ დიდი რეკრეაციული ზონით ბუნებასთან ინტეგრირებული სივრცეა, შესაბამისად, აქ სტუმრობა ქალაქის ხმაურისაგან დასვენებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. გარდა სასიამოვნო გარემოსა და მეგობრული პერსონალისა, აღსანიშნავია მრავალფეროვანი მენიუ, რომელშიც ნებისმიერი სტუმარი მისი გემოვნებისათვის შესაფერის კერძს იპოვის. „ცისკრის“ მენიუში შეხვდებით როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე აზიურ და ევროპულ კერძებს. აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან ერთად ან თუნდაც სრულიად მარტო სასიამოვნოდ განიტვირთოთ.

 

ღვინის ქარხანა

პეტრიაშვილის პირველ ნომერში მდებარე „ღვინის ქარხნის“ მულტიფუნქციური ტერიტორია უამრავი საინტერესო კონცეფციის და დანიშნულების სივრცეს აერთიანებს. აქ აღმოაჩენთ ბარებს, კაფეებს, რესტორნებს, კონცეპტუალურ მაღაზიებს. „ღვინის ქარხანა“ ის სივრცეა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილია. აქ შესაძლებელია არამხოლოდ სხვადასხვა რესტორნის მენიუს დაგემოვნება, არამედ გართობა. დღის საათებში „ღვინის ქარხანაში“ მყუდრო გარემო დაგხვდებათ, ხოლო უქმეების საღამო ის დროა, როცა იქ  ხალხმრავლობა და განსაკუთრებული მხიარულებაა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.