Mastercard-ის მხარდაჭერით ბათუმში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა
Mastercard ქართველ მომხმარებლებს ხშირად ანებივრებს საინტერესო შეთავაზებებით, შეუფასებელი ემოციებითა და გამორჩეული კულტურული ღონისძიებებით.
9-15 აგვისტოს ბათუმში სწორედ Mastercard-ის მხარდაჭერით გაიმართა გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომლის გამორჩეული პარტნიორები ასევე TBC Concept და Lutecia გახლდნენ.
ფესტივალზე გია ყანჩელის კომპოზიციებით სტუმრების წინაშე ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მერაბ სეფაშვილი, ლიზი რამიშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ნიკა ნიკვაშვილი, პაპუნა შარიქაძე, არსენი მუნი, გრიგორი ამბარცუმიანი, ნინო ჟვანია და სხვა ცნობილი თუ ახალი თაობის მუსიკოსები წარდგნენ.
ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt უკვე უკვე რამდენიმე წელია, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის იუბილეს სპეციალურად მიძღვნილი ღონისძიებებით აღნიშნავს. წლევანდელი საფესტივალო საღამოები სხვადასხვა საინტერესო თემატიკით, უჩვეულო კოლაბორაციებითა და ცნობილი მელოდიების ახლებური ვერსიებით იყო გამორჩეული.
მერაბ სეფაშვილისა და ახალი თაობის მუსიკოსების კოლაბორაციით შექმნილი პროექტის ფარგლებში – „დიალოგი ზღვასთან” – მსმენელის წინაშე სრულიად უცხო, ახალი პროგრამა შესრულდა. ჯაზის, ელექტრონული და საავტორო მუსიკის სინთეზით შექმნილი მუსიკალური პერფორმანსები, კლასიკური ნაწარმოებები და განსაკუთრებული ვიზუალური მხარე ნამდვილად აღმოჩნდა სტუმრების აღფრთოვანების მიზეზი.
ადამიანებისთვის დღესასწაულების შექმნა, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სინთეზი და ცნობილი არტისტების გაერთიანება სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის – ეს კონცეპტArt-ის ის მთავარი მიზნები და ღირებულებებია, რომელთა გათვალისწინებითაც სწორედ ყანჩელის ფესტივალის მსგავსი შეუფასებელი საღამოები იქმნება მსმენელთათვის.