fbpx

ABK MTA – გადაღებები ექსტრემალურ პირობებში


გააზიარე სტატია

ABK MTA საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ექსტრემალურ პირობებში, რთულად მისადგომ და სახიფათო ადგილებში პროფესიული ვიდეოგადაღების მიზნით შეიქმნა

საქართველოს მრავალფეროვნება აღაფრთოვანებს როგორც ქართველებს, ასევე უცხოელ სტუმრებს, ბევრისთვის ხდება მუზა და შთაგონების ადგილი. თუმცა, ჩვენი ქვეყნის ველური ბუნება სილამაზესთან ერთად ბევრ ხიფათსაც შეიძლება მალავდეს გამოუცდელი ადამიანებისთვის. 

საქართველოს ბუნებისადმი ინტერესის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა სამთო გამყოლების, გამოცდილი გიდების და ისეთი კომპანიების შექმნა, რომლებიც სხვებს დაეხმარებიან ველურ გარემოში უსაფრთხო მოგზაურობების თუ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაში. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2021 წელს ბაზარზე გამოჩნდა ABK MTA, რომელიც ექსტრემალურ პირობებში, რთულად მისადგომ და სახიფათო ადგილებში პროფესიული ვიდეოგადაღების მიზნით შექმნილი საპროდიუსერო კომპანიაა. 

ABK MTA საკომუნიკაციო სააგენტო ABK-მ შექმნა საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციისა (GMGA) და საერთაშორისო სამთო გამყოლთა ასოციაციის (IFMGA) მიერ სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, Guide Office-ის მხარდაჭერით. 

საპროდიუსერო კომპანიაში  დასაქმებული არიან კინო და ვიდეოწარმოებაში დიდი გამოცდილების მქონე ოპერატორები და სერტიფიცირებული სამთო გამყოლები, რომლებიც უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებლებს. 

ექსტრემალური გადაღებები შეიძლება მოიცავდეს მწვერვალზე, ჰაერში, მიწის ქვეშ – ოთხივე სტიქიაში მუშაობას და ბევრ სახიფათო ადგილას ყოფნას, პროფესიონალი სამთო გამყოლები და გიდები კი ამ პირობებში უსაფრთხოდ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მუშაობის გარანტები არიან.

ABK MTA ემსახურება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს, გადაღების პროცესს აწარმოებენ პროფესიონალი სიმაღლის ოპერატორები სამთო გამყოლების დახმარებით, ხოლო გამოცდილი შემოქმედებითი კინო-ჯგუფი სამუშაო პროცესს დისტანციურ რეჟიმში წარმართავს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.