fbpx

დაბადების ადგილი – თბილისი


გააზიარე სტატია

 

ნახეთ გიკო დადიანის და გაგა კაპანაძის  დოკუმენტური ფილმი „დაბადების ადგილი – თბილისი“, რომელიც გვიყვება ქალაქზე, მის ლანდშაფტზე, არქიტექტურასა და განაშენიანებაზე, სარეკრეაციო ზონებსა და ზოგადად არსებულ შიდა დინამიკაზე.

თბილისი თავის თავში ერთდროულად აერთიანებს არქაულ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდების სრულ სპექტრს, რაც საბოლოოდ ქალაქს მრავალშრიან,  კომპლექსურ ლაბირინთად აქცევს.

ქალაქი – მოცემულობა, რომელიც მისმა ყოფილმა და მიმდინარე მაცხოვრებლებმა განსაზღვრეს, ქალაქი – სავსე საიდუმლოებებით და გამოცანებით, ქალაქი – შემდეგი თაობებისთვის წინასწარ გაწერილი მემკვიდრეობა,  თბილისი როგორც მისი მოსახლეობის ერთგვარი ექო და ანარეკლი.

ერთი მხრივ ადამიანების გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ თბილისის საერთო იერსახეს, თავის  მხრივ, ქალაქი განსაზღვრავს მოქალაქეების ყოველდღიურობის ხარისხს. მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი, კავშირი რომლისაგანც დამოუკიდებელი არცერთი მხარე არ არის.

ფილმის მთავარი გმირი თვითონ დედაქალაქია, დანახული როგორც ერთი დიდი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უამრავი შტრიხისგან და დინებებისგან შედგება.

ფილმში თბილისი არა მხოლოდ დისტანციური დაკვირვების საგანია, არამედ ავტორებისთვის თვითგამორკვევის საინტერესო საშუალებაა, სწორად დასმული კითხვების შემთხვევაში დედაქალაქს ხშირად აქვს საჭირო პასუხები.

ქალაქი დუღილით დაიწყო და ეს დუღილი დღემდე გრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.