AVON-ის ახალი სიტყვა პარფიუმერიაში Far Away Beyond The Moon
31 აგვისტოს ადამიანები ერთი ჯადოსნური ამბის გარშემო გაერთიანდნენ. ასტროლოგების ცნობით, ამ ღამეს ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე” გამოჩნდებოდა და ეს დაუვიწყარი სანახაობა არ უნდა გამოგვეტოვებინა.
“სუპერმთვარეს” დედამიწის თანამგზავრს უწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როცა სავსე მთვარე დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისას მასთან ყველაზე ახლო წერტილში აღმოჩნდება და განსაკუთრებით დიდი და კაშკაშა ჩანს ცაზე. ეს ნამდვილად იშვიათი მოვლენა იყო, რადგან „ლურჯი სუპერმთვარის” დანახვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მხოლოდ 2037 წელს გვექნება.
სწორედ ამ მისტიკურ საღამოს კომპანია AVON-მა სასტუმრო “მუზეუმში“ ახალი სუნამოს – Far Away Beyond The Moon-ის პრეზენტაცია გამართა. საღამოს ატმოსფერო, გარემო, დეკორაციები, განათებაც კი, ყველაფერი ლურჯი „სუპერმთვარის” გალაქტიკურ ფერებში დაგვხვდა. დაუვიწყარი სუნამოს არომატი, სასიამოვნო მუსიკა, საჩუქრები და რაც მთავარია, მთვარის ენერგიის გარშემო სურვილების ახდენის მოლოდინში შეკრებილი ადამიანები – თითქოს მართლა ყველაფერი ჯადოსნურად დაუკავშირდა ერთმანეთს.
ღონისძიების წამყვან ხატია შამუგიას თქმით, Far Away Beyond The Moon შექმნილია Avon-ის პარფიუმერიის სახლის, “ჟივოდანის“ პარფიუმერების – ჰერნან ფიგოლისა და ოლივერ ჟილოტინის მიერ. სურნელის აღწერისას პარფიუმერი ჰერნანი ამბობს: Far Away Beyond The Moon შთაგონებულია სავსე მთვარის სილამაზით, რომელიც სრულად მოხიბლულს გტოვებთ და შეგახსენებთ, თუ რამდენად დიდია სამყარო. ახალ სუნამოს ქალბატონები ახალ მოგზაურობაში მიჰყავს, უფრო შორს, ვიდრე ოდესმე – მთვარის მიღმა…“
Far Away Beyond The Moon-ის სურნელის გასინჯვის შესაძლებლობა, ცხადია, ხელიდან არ გამიშვია. პირველივე ამოსუნთქვისთანავე სურნელი მომაჯადოებელ გარემოში გაქცევს და საკუთარი შეგრძნებებს უკეთ შეიგრძნობ, გემატება თავდაჯერებულობა და ძალა გაუმკლავდე ახალ გამოწვევებს. შეიგრძნობ საკუთარ სურვილებს და სახავ გეგმებს მათ ასახდენად. ახალმთვარეობის დროს ხომ სწორედ ამას ვაკეთებთ? ვდგებით მთვარის წინ და ჩვენს სურვილებსა და დადებით ემოციებს კოსმოსში ვუშვებთ.
Avon-ის ახალი სუნამოს პრეზენტაციას საქართველოსა და უკრაინის გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ ნეფედოვი ესწრებოდა. ჩვენთან საუბარში მან სუნამოს შექმნის ისტორიაზე ისაუბრა – Far Away-ის ხაზი არის Avon-ის სუნამოების N1 ბრენდი, ამიტომ ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა. სუნამო ახალ პარფიუმერებთან კოლაბორაციით შევქმენით და მისი მესიჯია – მისწვდე მთვარეს და გასცდე მას, რაც იკვეთება ეივონის ახალ სლოგანთან – Embrace Your Power. ჩვენ ნამდვილად ვიყავით „სუპერმთვარის“ უიშვიათესი მოვლენით შთაგონებულნი. ამიტომაც, ახალი სუნამოს დაბადება სწორედ ამ დიდ ასტროლოგიურ მოვლენას დავამთხვიეთ. ჩვენი ინსპირაცია იყო ნამდვილი ადამიანები ნამდვილი ისტორიებით. ამ კონკრეტული ისტორიის გმირი კი არის გოგონა, რომელსაც უნდოდა გამხდარიყო ასტროლოგი, ჰქონოდა ამ სფეროში კარიერა და მიეღწია წარმატებებისთვის. ეს ისტორიაც ქალის ძალის აღმოჩენას, მის შეგრძნებას და ათვისებას უკავშირდება. სწორედ ასეთი ისტორიები გახდა AVON-ის ბრენდის ახალი სლოგანის შთაგონებაც. აქვე დავამატებ, რომ AVON-ისთვის საქართველოს ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მზარდი ბაზარი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. კომპანიამ საქართველოში უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია და ხშირად საქართველო მაგალითად მოგვყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი სუნამო ქართულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს და სულ მეტი ადამიანი შეიგრძნობს მის ჯადოსნურობას“.
2023 წელი AVON საქართველოსთვის საიუბილეოა და კომპანიის ქართულ ბაზარზე 15-წლიან წარმატებას აღნიშნავს. სასტუმრო “მუზეუმში“ გამართულ საღამოზე წამყვანმა ასევე გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი სიახლე, რომელიც Avon-მა ახლახან იზეიმა, Leaping Bunny-ის სერტიფიკატია, რომელიც კომპანიებისთვის საამაყო წარმატებას აღნიშნავს ცხოველებზე ტესტირების შეწყვეტის საკითხში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ AVON საქართველო წელს ზედიზედ მეხუთედ გახდა ოქროს ბრენდის მფლობელი ბიუთი კატეგორიაში.
ახალი სუნამოს პრეზენტაციას სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია. სპეციალურად მოწყობილ გათამაშების ყუთში ყველა სტუმარმა სპეციალური ბილეთი მოვათავსეთ. შემთხვევითობის პრინციპით არჩეული გამარჯვებული კი, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სახელობის ვარსკვლავის მფლობელი გახდა გალაქტიკაში, რაც, დამეთანხმებით, ყველაზე ორიგინალური საჩუქარი შეიძლებოდა ყოფილიყო ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანებისთვის. მთელი საღამო მართლაც ჯადოსნური აღმოჩნდა, მივხდით, რომ სუნამოს იმაზე მეტი ძალა შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.