fbpx

თიბისი კონცეპტის საგანმანათლებლო შეთავაზებები


გააზიარე სტატია

შემოდგომის დადგომა ყოველთვის უკავშირდება სიახლეებს, განსაკუთრებით კი სწავლის დაწყებას და საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვას.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დღეს მოგიყვეთ თიბისი კონცეპტის იმ შეთავაზებების შესახებ, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გექნებათ სპეციალური პირობებით ისარგებლოთ ექვს სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმაზე.

 

Upway

Upway მრავალფეროვანი კურსების სივრცეა, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში აერთიანებს – ტექნოლოგიები, პროფესიული განვითარება, ენები, ბიზნესი, ჰობი და საბავშვო.

Upway მომხმარებელს სთავაზობს კურსების მაძიებლებისა და მათი მწარმოებლების დაკავშირებას. მაგალითად, აფვეიზე აღმოაჩენთ როგორც გრაფიკული დიზაინის კურსს, ასევე ჩინური ენის შემსწავლელ თუ კოსმეტოლოგის კურსებს. მოქნილი ვებგვერდის საშუალებით მომხმარებელს მარტივად შეუძლია სასურველი კურსის მოძიება სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი სასწავლო კურსი Upway-ზე და დაიბრუნოთ თანხის 30%.

 

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“ გაყიდვების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ტრენინგებს და სასწავლო კურსებს სთავაზობს გაყიდვების მიმართულებით. კურსები კონკრეტულ, პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ თეორიებზე დაყრდნობით არის შემუშავებული და მორგებულია ქართულ რეალობას.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ორ შერჩეულ კურსზე – გაყიდვები და მართვა და შესყიდვების მართვა.

 

ელექტრონული აკადემია

“ელექტრონული აკადემიის” გუნდს მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში ინსტრუმენტული კომპეტენციების, ტექნიკური საშუალებების და საინფორმაციო-სა­კომუ­ნი­კაციო ტექნოლოგიების გამოყენების მქონე ადამიანური რესურსის ნაკლებობაა.  სწორედ ამიტომ, 2019 წელს დაარსდა „ელექტრონული აკადემია“, რომელიც ზრუნავს აღმოფხვრას ადამიანური რესურსის ნაკლებობა ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები სპეციალურ, 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ტრენინგ ცენტრის ყველა არსებულ კურსზე.

 

მართვის აკადემია

მართვის აკადემია არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომლის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და საინტერესო ადამიანებს შორის გამოცდილების გაზიარების გზით.

 “მართვის აკადემიის” ტრენერები და პარტნიორები არიან პროფესიონალები 10 წელზე მეტი პრაქტიკული და მენეჯერული გამოცდილებით. სწორედ ამ პროფესიონალების  შერჩეულ საგანმანათლებლო ტრენინგებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ თიბისი კონცეპტის მომხმარებლები.

 

ანიმუსი

ანიმუსი აბიტურიენტების მოსამზადებელი საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრია.  სექტემბრის დადგომასთან ერთად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ახალი ეტაპი ეწყებათ – ისინი აბიტურიენტები ხდებიან და მზადებას იწყებენ გამოცდების ჩასაბარებლად. ეს ბოლო წელი, როგორც წესი, ძალიან სტრესულია ხოლმე მათთვის. სწორედ მათთვის შეიქმნა ანიმუსი – ეს ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს როგორც გამოცდებისთვის მოსამზადებელ სერვისს, ასევე ფსიქოლოგიურ კონსულტაციას. 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ანიმუსი 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს როგორც აბიტურიენტთა მოსამზადებელ პროგრამაზე „ქართული ენასა და ლიტერატურაში”, ასევე  ანიმუსის ფსიქოლოგთან ინდივიდუალური ვიზიტისას.

 

კოლაიჯენი

ტრენინგ ცენტრი “კოლაიჯენი” ერთ სივრცეში უყრის თავს შემოქმედებითად მოაზროვნე  ადამიანებს, ინოვაციურ იდეებსა და ნოვატორულ წამოწყებებს. აქ შეგიძლიათ ისწავლოთ დისპეტჩინგი – სახმელეთო ლოჯისტიკა ამერიკაში, პროფესიული ფოტოგრაფია, ინტერიერის დიზაინი და დაესწროთ მრავალ სხვა საინტერესო კურსს. 

მაქსიმუმ 10-12 ადამიანისგან შემდგარი პატარა ჯგუფები იძლევა თითოეულ მონაწილეზე ფოკუსირების, ერთად მუშაობისა და  ინსტრუქტორ-ტრენერებთან და სხვა მონაწილეებთან ინტერაქციის შესაძლებლობას.

 „კოლაიჯენი“ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ყველა არსებულ კურსზე.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე: https://link.tbc.ge/Concept_other


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.