8 ივნისი -დილიდან
დღის ვიდეო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ორთაჭალის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი გადაარჩინეს.
წყარო: https://www.facebook.com
მარსის ზედაპირის ანალიზის შედეგად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ შესაძლოა მარსზე წარსულში სიცოცხლის გარკვეული ფორმები არსებობდა წყალი, რომელიც მარსზე აღმოაჩინეს, იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე დედამიწაზე
სპეციალისტების განცხადებით, მასში მეტი დეიტერი, წყალბადის იზოტოპია აღმოჩენილი, რომელიც დამატებით ნეიტრონს შეიცავს. სააგენტო “ნასას” ცნობით, გრუნტში კიდევ რამდენიმე აღმოჩენა გაკეთდა, რომელიც ნათელს ხდის მარსისა და დედამიწის საერთო თვისებებს. აპარატმა მარსზე ნახშირბადიც აღმოაჩინა, რომელიც ორგანული ნაერთების გადამწყვეტი ელემენტია. მსგავსი აღმოჩენები მეტყველებს, რომ წარსულში მარსზე შესაძლოა სიცოცხლის გარკვეული ფორმები არსებობდა.
წყარო: https://news.nationalgeographic.com/
მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 8, 9 და 12 ივნისს პრემიერა გაიმართება
მაყურებელი შოდერლო დე ლაკლონის ნაწარმოების მიხედვით ახალ სპექტაკლს, “სახიფათო კავშირებს” იხილავს. ნაწარმოების თარგმანი და ინსცენირება მაია ჯაფარიძეს და ციცინო კობიაშვილს ეკუთვნით. რეჟისორი კი ციცინო კობიაშვილია. მხატვრულ გაფორმებაზე ლევან წულაძემ იზრუნა, კოსტიუმების მხატვარი კი ოლიკო ბერაძეა. პრემიერა მარჯანიშვილის დიდ სცენაზე გაიმართება.წყარო: https://www.facebook.com
ბიონსემ და ჯეი ზიმ საერთო ტურნე On The Run კარდიფიდან დაიწყეს
Beyoncé & JAYZ renewed their vows with Blue, Rumi & Sir Carter. 💙 #OTRII #Cardiff pic.twitter.com/uQpJDKhZWb
— BEYONCÉ LEGION (@BeyLegion) June 6, 2018
ცნობილი წყვილის პირველი კონცერტი 2 საათს გაგრძელდა და 40-მდე ჰიტი შესრულდა.
წყარო: https://twitter.com/
კვენტინ ტარანტინოს ფილმს, “ერთხელ ამერიკაში” ახალი მსახიობები დაემატნენ
დემიან ლუისი, დაკოტა ფენინგი, ემილ ჰირში, ლიუკ პერი, კლიფტონ კოლინს ჯუნიორი, კიტ ჯეფერსონი და ნიკოლას ჰემონდი – ასეთია იმ მსახიობების სია, რომლებიც კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში” სხვადასხვა როლებს გაინაწილებენ.
მოქმედება 1969 წლის ლოს-ანჯელესში ვითარდება. მთავარი გმირები იქნებიან ვესტერნული სერიალის ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი (ბრედ პიტი). ისტორიას კი ფონად გასდევს რიკის მეზობლების, მათ შორის რომან პოლანსკის ცოლის, შერონ ტეიტის მკვლელობა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ სერიალი “13 მიზეზი რატომ” მალე მაყურებელს მესამე სეზონით დაუბრუნდება. სეზონი ტრადიციულად 13 სერიას მოიცავს და 2019 წელს გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com
მომხმარებლების შენიშვნებისა და უკმაყოფილების შემდეგ, ეიჩ ენდ ემი ქალების ტანსაცმლის ზომებს გაზრდის
მომხმარებლები ამბობდნენ, რომ H&M-ის ზომები სხეულის ზომებთან შედარებით არარეალურად პატარა იყო. მარტში ბლოგერმა რებეკა პარკერმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ იმის მიუხედავად, რომ 12 ზომის იყო, H&M-ის 14 ზომის ჯინსი არ ერგებოდა. მისი თქმით, H&M-ის პროდუქცია ხშირად იყო გამდიდრებული ფემინისტური წარწერებით, თუმცა თავად ბრენდის პოლიტიკა ქალების გაძლიერებას არ ემსახურებოდა
წყარო: https://www.bbc.com/
ახალ ბიოგრაფიულ ფილმში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის როლს შეასრულებს
ფილმის შემქმნელი La La Land-ის რეჟისორი დემიენ შაზელია. ნილ არმსტრონგი ამერიკელი ასტრონავტი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო. 1972-1979 წლებში კი ცინცინატის უნივერსიტეტში აეროკოსმოსური კვლევების პროფესორად მუშაობდა. არმსტრონგი 1969 წელს კოსმოსურ მისია აპოლონ 11-ს ხელმძღვანელობდა. აპოლონ 11-მა კენედის კოსმოსური ცენტრი 16 ივლისს დატოვა და 4 დღეში მთვარის ზედაპირზე დაეშვა, ეს იყო მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ფილმში გოსლინგთან ერთად კლერ ფოი თამაშობს, მსოფლიო პრემიერა კი 2018 წლის 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
წყარო: http://collider.com/
ჯეი ჯეი აბრამსი ზაქარი კუინტოს მონაწილეობით ახალ ფილმს გადაიღებს ფილმზე კინოსტუდია პარამაუნტი იმუშავებს და ის ტობ ჰანტერისა და ენტონი პერკინსის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ იქნება
ფილმის სცენარი ჰანტერის წიგნის მიხედვით დაიწერება, რომელშიც მოთხრობილია, თუ რას ნიშნავდა 1950-იან წლებში ყოფილიყავი გეი-კაცი.
წყარო: https://variety.com
პარასკევს, 8 ივნისს, 20:30 საათზე მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში CineDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, Focus Caucasus-ის სექციის 2018 წლის გამარჯვებულ ფილმს, “გამჭვირვალე სამყაროს” უჩვენებენ
Gepostet von ახალი მზიური • New Mziuri am Samstag, 2. Juni 2018
ფილმის ჩვენებას დაესწრებიან რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი და ფილმის გმირები – ბექა და დავით გუჯაბიძეები. ისინი პასუხს გასცემენ მაყურებლების კითხვებს. ფილმი ახლოდან გვანახებს 26 წლის ბექას და მამამისის, დავითის ცხოვრებას. ბექა ფოტოგრაფი და რეჟისორია და მოხუც ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე დოკუმენტურ ფილმს იღებს; კინოოპერატორი მამა შვილს გადაღებაში ეხმარება და ამხნევებს; საბოლოო ჯამში კი ჩვენამდე აღწევს დოკუმენტური ფილმი. ფილმის ყურებისას შეუძლებელია მამა-შვილის ურთიერთობის ყველასთვის ნაცნობმა ვნებათაღელვამ არ აგაფორიაქოს.
წყარო: https://www.facebook.com