fbpx

ბეატ შტროილის პირველი გამოფენა საქართველოში: “ნეიტრალური ზონები – თბილისიდან ვორონცოვკამდე’


გააზიარე სტატია

 

3 ნოემბერს  საქართველოში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიხსნება შვეიცარიელი ფოტოგრაფის, ბეატ შტროილის პირველი გამოფენა –  “ნეიტრალური ზონები – თბილისიდან ვორონცოვკამდე”. 

გამოფენა ასახავს  არტისტის მოგზაურობას იმ ქვეყანაში, სადაც მისი დედის წინაპრები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში.  

დედა, როზალი ურფერი დაიბადა 1920 წელს კავკასიაში, შვეიცარიელი ყველის მწარმოებლების ოჯახში. იმ დროისთვის საქართველოში ურფერების ოჯახის ორი თაობა  ცხოვრობდა. 

,,ნეიტრალური ზონები” მიჰყვება გზას, რომელიც გაიარეს მისმა წინაპრებმა, და (ხელახლა) იკვლევს კონტექსტს და მათი ყოფის ადგილებს, შეისწავლის, თუ რა კვალი დატოვა დრომ, ისტორიულმა ძვრებმა ამ მხარეში და ადგილობრივ საზოგადოებაში. ამ ადამიანებისა და ადგილებისადმი არტისტის ყურადღების გამო, ისინი  განახლებულ  მნიშვნელობას იძენენ. წარსული და მისი მოვლენები შესაძლოა  დაუკავშირდეს აწმყოს და ხელახლა იქნეს გადააზრებული.

2023 წლის ივლისში, საქართველოში რეზიდენციის დროს, ბეატი გაემგზავრა თბილისიდან სომხეთის მიმართულებით, ტაშირში, ყოფილ ვორონცოვკაში. მოგზაურობისას გადაღებული ფოტო- და ვიდეოდოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება CCA-ის საგამოფენო სივრცეში, როგორც ფართომასშტაბიანი ინსტალაცია და პროექცია. არტისტის და  მკვლევრის, ნესტან თათარაშვილის კვლევა  კი გვიყვება საქართველოში ყოფნისას შექმნილ ვიზუალურ  კონტექსტსა და ისტორიულ ფონზე.

არტისტის შესახებ 

ბეატ შტროილი შვეიცარიელი ფოტოგრაფია, ცხოვრობს ბრიუსელსა და ციურიხში. იგი სწავლობდა ხელოვნებას შვეიცარიასა და ბერლინში, ხოლო ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან  წლებში მოღვაწეობდა დიუსელდორფში. დიდ პერიოდს ატარებს რომში, პარიზში, ნიუ-იორკსა  და სიდნეიში. ბეატ შტროილის გამოფენები ჰქონდა მსოფლიოს ბევრ მუზეუმსა და გალერეაში და მისი ნამუშევრები შესულია მრავალ წიგნსა და პუბლიკაციაში.

1990-იანი წლებიდან მან შექმნა ფოტო- და ვიდეოინსტალაციები მთელ მსოფლიოში, რომლის ფოკუსში დიდი ქალაქების მცხოვრებლები არიან მოქცეულნი. მისი ფოტოები პოზიცირებენ კონფიდენციალურობასა და ანონიმურობას შორის დაძაბულობის ველში. ბეატის დაკვირვების კონცეპტუალური სიფხიზლის წყალობით მათ მხატვრული და დოკუმენტური მნიშვნელობა  შეაქვთ ურბანულ, მულტიკულტურულ საზოგადოებებზე მიმდინარე დისკურსში. 

ხშირად ანონიმური გამვლელების გამოსახულებები და მათი ყოველდღიური ცხოვრება არეკლილია ურბანულ სივრცეში ბილბორდების ან საზოგადოებრივი შენობების ფასადების ფონზე. ამავდროულად, ბეატ შტროილის ნამუშევრებში ფორმირდება სარეკლამო და მედიის იმიჯების ნაკადის პოლიფონია.

  • გამოფენის თარიღი: 3 ნოემბერი – 1 დეკემბერი, 2023 წ. 
  • გახსნა: 18:00-21:00 პარასკევი, 3 ნოემბერი 
  •  გამოფენის საათები: ყოველდღე, 12:00-20:00
  •  დასწრება უფასოა
  • მისამართი: დოდო აბაშიძის 10, 0108, თბილისი

გამოფენის –  ,,ნეიტრალური ზონების”   მოწყობა შესაძლებელი გახდა შვეიცარიის სახელოვნებო საბჭოს – Pro Helvetia-ს მხარდაჭერით.

 

განსაკუთრებული მადლობა შვეიცარიის საელჩოს, ნესტან თათარაშვილსა და მარი ლე მონიეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.