fbpx

მომავლის პროფესიები


გააზიარე სტატია

დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება შრომის ბაზარი: ქრება რიგი პროფესიები და იქმნება ახალი სპეციალობები. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომავალში განსაკუთრებით პოპულარული და მოთხოვნადი იქნება პროფესიები სამედიცინო სფეროდან და ციფრული ტექნოლოგიებიდან.

მათი ვარაუდით, 2016-დან 2026 წლამდე სერტიფიცირებული მედდები, პროგრამების დეველოპერები, პროგრამული მენეჯერები, ფინანსური მრჩევლები, პლასტიკური ქირურგები, მარკეტინგის სპეციალისტები და კომპანიებში მენეჯმენტის გაუმჯობესების კონსულტანტები უსამსახუროდ არ დარჩებიან და ისინი, თუკი კარგი სპეციალისტები არიან, მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

მოთხოვნის გაზრდას ვარაუდობენ ალტერნატიული ენერგიების გამოყენების სპეციალისტებზე, ბიონარჩენების მმართველებსა და კრიპტოვალუტების ბანკირებზე.

ჩვენ გთავაზობთ პოსტების ციკლს მომავლის იმ პროფესიებზე, რომლებზეც სხვადასხვა კვლევების თანახმად მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება.

მომავლის პროფესიების წარმომშობი ერთ-ერთი წამყვანი სფერო ციფრული მარკეტინგი და ვებ ტექნოლოგიები იქნება. სწორედ ამ სფეროში წარმოშობილი და განვითარებადი პროფესიების შესახებ მოგიყვებით პირველ ნაწილში.

 

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი – უკვე დიდი ხანია ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს ციფრული მარკეტინგი დაემატა და თუ საწყის ეტაპზე ციფრულ სარეკლამო კამპანიებს ზოგადი მარკეტინგის სპეციალისტები უძღვებოდნენ, დღეს უკვე არსებობენ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები, ციფრული სააგენტოები და არაერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ცალკე სპეციალობად არსებობს ციფრული მარკეტინგი. ასე რომ, ინტერნეტის მაღალი პენეტრაცია და სოციალური მედიის მზარდი პოპულარობა ამ დარგის სპეციალისტებს უკვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით და მომავალში მათზე მოთხოვნა უფრო და უფრო გაიზრდება.

 

მობილური აპლიკაციების პროგრამისტი და დიზაინერი – რაც დრო გადის, ადამიანები ინტერნეტში შესასვლელად უფრო და უფრო მეტად იყენებენ მობილურ ტელეფონებს, შესაბამისად, კომპანიებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ არა მხოლოდ ვებსაიტი და გვერდები სოციალურ ქსელებში, არამედ მობილური აპლიკაციებიც, რომელსაც ცხადია, სჭირდება როგორც დეველოპერი პროგრამული ნაწილის უზრუნველსაყოფად, ასევე დიზაინერი. ამ ორი სპეციალისტის სამუშაო ფაქტობრივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ორივეს მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს.

 

მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსი – მათი მოვალეობა ბაზრების მარკეტინგული კვლევა, ტრენდების განსაზღვრა, ანგარიშების მომზადება და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაა.

 

 

 


ვირტუალური რეალობის არქიტექტორები – ვირტუალურ რეალობას უკვე იყენებენ როგორც გასართობი, ასევე საგანმანათლებლო, მარკეტინგული თუ თერაპიული მიზნებისთვის. მის მიმართ მზარდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო მომავალში უფრო გაფართოვდება სფეროები, სადაც ვირტუალ რეალობას გამოიყენებენ და საჭირო იქნება პროფესიონალები, რომლებიც ამა თუ იმ ტიპის ამოცანის შესაბამისად დააპროექტებენ და შექმნიან ვირტუალურ სამყაროებს.

 

მონაცემების ანალიტიკოსი – მონაცემებში იგულისხმება დიდი ბაზები, რომელთა დამუშავება სტანდარტული პროგრამებით საკმაოდ რთულია და კომპანიას ადამიანის ჭკუა სჭირდება იმ დროისთვის მნიშვნელოვანი ამოცანის სრულყოფილად დამუშავებისთვის.

 

ამ ტიპის მონაცემთა ბაზის ანალიზი ბიზნესის ყველა სფეროში მომუშავე კომპანიას სჭირდება. მის საფუძველზე ჩნდება შესაძლებლობა, მიიღოს ბიზნესმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, აამაღლოს კომპანიის წარმადობა, განავითაროს ინოვაციური ტექნოლოგიები.

მაგალითად, ონლაინ-გაყიდვების ვებსაიტებმა ანალიზის საფუძველზე შეიძლება მიიღონ მომენტალური ინფორმაცია მომხმარებლების მხრიდან განხორციელებული შესყიდვების შესახებ, კლიენტების მოთხოვნას რეალურ დროში ფეხი აუწყონ, შესთავაზონ წამახალისებელი აქციები, აკონტროლონ მათი ქცევა და გაითვალისწინონ სერვისის ოპტიმიზაციისას.

მონაცემთა დიდ ბაზებს 2015 წელს, საშუალოდ, ევროპული კომპანიების 6% იყენებდა, 2020 წლისთვის მათი წილი 13%-მდე გაიზრდება. ევროპაში გასული წლის ანალიზით 6 მილიონამდე მონაცემების ანალიტიკოსი მუშაობდა.


რეკომენდებული სტატიები
ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში

ბიტკოინი ყველასთვის, ანუ როგორ გავერიოთ მარაქაში
2008 წელს “მოიგონეს” ბიტკოინი. 2010-ში ერთი ბიტკოინი 6 ცენტი ღირდა. 2017 წლის იანვარში, ანუ ერთი წლის წინ, ბიტკოინის საყიდლად უკვე 1000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. დღეს 1 ბიტკოინი = 8000$ (ამ სტატიას 20 ნოემბერს ვწერ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გამოქვეყნების მომენტისთვის ისევ მწარედ ვინანებ, რომ თუნდაც ამ ფასად არ ვიყიდე…)
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.