fbpx

Fabula Filmmaking Lab მოზარდებს ფილმის გადასაღებად იწვევს


გააზიარე სტატია

 

Fabula Filmmaking Lab – საერთაშორისო პროექტია, რომელიც 2023 წელს  შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ფონდისა და Culture Connection Foundation მხარდაჭერით ტარდება.

კინოლაბორატორიის Open Call უკვე გამოცხადებულია. განცხადებების მიღება 17 ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობისთვის სავალდებულოა სააპლიკაციო ფორმის შევსება.

 

Fabula Filmmaking Lab-ის პირველი სესია საქართველოში 19 ნოემბერს ვიდეო-არტის გამოფენის ფარგლებში Art Area-ში ჩატარდება.

პროექტი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ხორციელდება და 12-15 წლის  მოზარდებს სთავაზობს ვორქშოპების სერიასა და პრაქტიკულ სამუშაოებს კინოს, როგორც სინთეზური ხელოვნების შესწავლის მიზნით. 

 საქართველოში, თბილისში, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, Fabula Filmmaking Lab-ის 12 მონაწილეს საშუალება ექნება ქართველი კინოპროფესიონალების დახმარებით გაეცნოს დოკუმენტურ კინოს, მისი წარმოების პროცესსა და უშუალოდ  ჩაერთოს დოკუმენტური ფილმის გადაღებებში. 

 

მონაწილეები 2 კვირის განმავლობაში 6 სესიის ფარგლებში გაეცნობიან:

  1. შესავალს მოძრავ გამოსახულებებში / ვიდეო არქივის პრეზენტაციას;
  2. დოკუმენტური  და მხატვრული ფილმების გადაღების ტექნიკასა და  მათ შედარებითობას;
  3. დრამატურგიას კინოში;
  4. გადაღების პრაქტიკას –

განათების და კადრის არჩევის პრინციპებს, კამერის ტექნიკური დეტალებს;

  1. საველე გადაღებების სპეციფიკას;
  2. მასალების არჩევასა და კადრირებას;
  3. მონტაჟის საფუძვლებსა და მონტაჟის პროცესს.

 

Center of Contemptorary Art – Tbilisi-ისა და Parallel Classes-ის  დახმარებით, 6 სესიის ბოლოს, პროექტის მონაწილეები შექმნიან დოკუმენტურ ფილმს, რომლის საჯარო ჩვენებაც თბილისში 14 დეკემბერს იგეგმება. 

პროექტის მიზანია, თინეიჯერებს უკეთ გააცნოს კინო, როგორც სინთეზური ხელოვნება და მისი ისტორია. ამასთანავე, მონაწილეებს განუვითაროს შემოქმედებითი და ჯგუფური მუშაობის უნარები.

ფაბულას გუნდს სჯერა, რომ კინო შეიძლება  თავშესაფრად იქცეს თინეიჯერებისთვის, მაშინ როცა ყოველდღიურობა შემოქმედებითობისგან  დაცლილია.

შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებს, რომლებიც ლაბორატორიის 6-ვე სესიას დაესწრებიან, გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.