fbpx

Miller-ის მოწვევით თბილისში Hot Since 82 დაუკრავს


გააზიარე სტატია

8 დეკემბერს Miller თბილისში ბრიტანელ დიჯეისა და პროდიუსერს, Daley Padley, იგივე Hot Since 82 მასპინძლობს.  მას შემდეგ, რაც Hot Since 82 ბრენდ Miller-ის გლობალური ამბასადორი გახდა, ასეთ  სპონტანურ ღონისძიებებს ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა სცენამ უმასპინძლა, ამჯერად კი თბილისის ჯერი დადგა.

„მიყვარს, როდესაც დაკვრისას მსმენელს ემოციურად ვუკავშირდები. ჩემი მიზანია ისინი მუსიკის სამყაროში ვამოგზაურო და ეს თავგადასავალი მათთვის დაუვიწყარი გავხადო“.  ბრიტანელი არტისტის ტრანსფორმაცია Daley Padley-იდან Hot Since 82-მდე მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მისი პირველივე კომპოზიციები იმდენად პოპულარული გახდა, რომ აშკარა იყო, ის არსად წასვლას არ აპირებდა. 

მუსიკოსების ოჯახში დაბადებულმა Daley-მ პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მშობლიურ ქალაქ Barnsley-ში გადადგა.  მან კლუბებში დაკვრა  17 წლის ასაკში დაიწყო. მოგვიანებით, 2006 წელს ის იბიცაზე კლუბ Amnesia-ს რეზიდენტი გახდა, მაგრამ Daley-ს გეგმები უფრო შორსაც მიდიოდა. გარდა კლუბებსა და ფესტივალებზე დაკვრისა, მას სურდა საკუთარი შემოქმედებითი ინტერესები სხვა ფორმითაც გამოეხატა. ამის პირველი მცდელობა კომპოზიცია Let It Ride აღმოჩნდა, რომელიც Noir Music-ზე გამოიცა და არტისტის სამარკო ნიშანი გახდა. ბრიტანული ბრეიქბიტ კულტურის და ბას მუსიკის გავლენით შექმნილი მალევე მოექცა ელექტრონული მუსიკის ჩარტების სათავეში და ფაქტობრივად Hot Since 82-ის დაბადების წინაპირობა გახდა.

2010 წლიდან არტისტისთვის ყველა მნიშვნელოვანი მუსიკალური ინსტიტუციის კარი გაიღო – მისი კომპოზიციები და რემიქსები ჩარტებს არ ტოვებდნენ, მისი მიქსები კი განხილვის საგანი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ცნობადობა და სტატუსი ანდერგრაუნდ სივრცეებს გასცდა, Hot Since 82-ისთვის საყვარელი საქმის კეთებაში ამას ხელი არ შეუშლია. ის კვლავაც რჩება საკლუბო კულტურის ნაწილად და ცდილობს არასდროს დაკარგოს კავშირი მსმენელთან, რომელსაც მისი მოსმენა უფრო ინტიმურ გარემოში მოსწონს. 

კამპანია Miller Times, რომლის ფარგლებშიც Hot Since 82-ის ვიზიტია დაგეგმილი, ბრენდ მილერის გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საინტერესო ღონისძიებების მოწყობაა. ბრიტანელი არტისტი ამ კამპანიას 2023 წელს შეუერთდა და რამდენიმე ექსკლუზიური ღონისძიებაც დაგეგმა, მათ შორის –  თბილისშიც.

Miller-თან მისი თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ It’s Miller Time-ს სარეკლამო კამპანიით დაიწყო და კოლაბორაციული ტრეკით, Atomic Sun-ით გაგრძელდა. “ამ ტრეკზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. Atomic Sun-ის შექმნის მიზანი  იმ სპონტანური, ლაღი მომენტების გახსენება იყო, როდესაც ყველანაირი ემოცია ერთ ადგილას იყრის თავს”.   სწორედ  ამ ემოციის გამოხატულებაა 8 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებაც.

Coachella-დან Glastonbury-მდე თუ საკლუბო კლუბ Fabric-იდან იბიცამდე –  Hot Since 82-ის სახელი ისმის ყველგან, სადაც ელექტრონული მუსიკა უყვართ. Mixmag-ის გარეკანის და BBC Radio 1-ის ხშირი სტუმარი ამჯერად თბილისში, Spacehall-ში დაუკრავს და ქართველ მსმენელთან  ემოციური კავშირის დამყარებას პირველად შეეცდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე tkt.ge/MillerTimes. მეტი  ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ღონისძიების   ოფიციალურ გვერდს: https://fb.me/e/3f4rpbExz

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.