fbpx

5 ქართული ფილმი, რომლებიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აუცილებლად უნდა ნახოთ – MASTERCARD


გააზიარე სტატია

Mastercard თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმდგენია 

 

უკვე 24 წელია, ქართველი და უცხოელი კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან საქართველოში წლის მთავარი კინომოვლენის დაწყებას – 26 ნოემბერს თბილისის  24- საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. წლევანდელი კინოფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ მაყურებლებს შეუძლიათ ნახონ ისეთი ცნობილი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან ვეიტ ჰელმერი, აკი კაურისმიაკი, პედრო კოშტა და სხვები. უკვე მეორე წელია, კინოფესტივალის წარმდგენია Mastercard – უნაღდო გადახდების გლობალური ლიდერი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს ქართულ კინოს და ყოველწლიურად, უკვე 24- წელია, მაყურებელს უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. გასაკვირი არ არის, რომ კინოფესტივალი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმმაპეპლების იძულებითი მიგრაციამგახსნა. ასევე, კინოფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ბოლო პერიოდის გახმაურებული ქართული ფილმის, „შაშვი შაშვი მაყვალისჩვენებაც

 

Mastercard წარმოგიდგენთ 5 ქართული ფილმს, რომლებიც თბილისის კინოფესტივალზე აუცილებლად უნდა ნახოთ:

 

1. პეპლების იძულებითი მიგრაციანანა ჯორჯაძე, საქართველო, 2023

ესაა ფილმი დაუფასებელ და ნიჭიერ ხელოვან ადამიანებზე, მათ ბრძოლაზე აღიარებისთვის, ერთი თაობის ხელოვანების მიერ გადარჩენის გზების ძიებაზე. ფილმში შეხვდებით სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქართველებს, რომელთა ნაწილიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. როგორც რეჟისორი თავად ამბობს: ეს არის ჩემი ცხოვრება, ეს არის ჩემი ერთერთი საყვარელი სცენარი, სიუჟეტი და ყოველი ჩემი ნერვი ამ ფილმით ცოცხლობს“.

 

 

2. შაშვი შაშვი მაყვალი – ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023  

 

მართალია, ფილმის პრემიერა საქართველოში უკვე შედგა, თუმცა მაყურებელს კინოფესტივალის ფარგლებშიც შეუძლია იხილოს. ეს ნამდვილად ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმია, რომელიც თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. ერთერთი სცენარისტიც თავად წიგნის ავტორია

ამბავი პატარა ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ეთეროზეა, რომელსაც საკუთარი მაღაზია აქვს. ის ტკბება თავისუფლებით, სიმშვიდითა და მოპოვებული ძალაუფლებით, თუმცა მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა პერსონაჟის გეგმებს თავდაყირა აყენებს.

 

 

3. დედა–შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელილანა ღოღობერიძე, საქართველო/საფრანგეთი, 2023

 

ეს დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა დაკარგულ დედაზე გადაიღო. მთავარი გმირი, როგორც ლანა ღოღობერიძის ფილმებში გვხდება, ისევ ძლიერი ქალიაფილმი რეჟისორის დედაზე, ნუცა ღოღობერიძეზეა, თუმცა  თავად რეჟისორის ავტოპორტრეტიცაა

ეს არის ფილმი ერთ ქალზედედაზე და ამავე დროს უმძიმეს ეპოქაზე, სადაც თითქოს ატმოსფეროს წყალობით იქმნება იმ დროის ხატი“,ამბობს რეჟისორი

 

 

4. ავტოპორტრეტი ზღვარზეანნა ძიაპშიპა, საქართველო, 2023

 

ეს ფილმი ერთგვარად საქართველოსა და აფხაზეთის პერსონალური და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. დოკუმენტური ფილმის შთაგონების წყარო ქართულაფხაზური ოჯახის, თავად რეჟისორის ოჯახის ისტორიაა. საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების  ფესტივალზე – FRONTDOC-ზე  საუკეთესო  დოკუმენტურ ფილმად დასახელდა

 

 

5. ლოტოზაზა ხალვაში, საქართველო, 2023

 

ეს არის შავთეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე“. –  ზაზა ხალვაში

ლოტოიგავი ზღვისპირა ქალაქზერეჟისორის უკანასკნელი ფილმია. სიუჟეტი ერთ ეზოში გადაღებულ ფერად ისტორიებს გვიყვება. რეჟისორი ფილმზე მუშაობის დასრულებამდე გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს გამოაკლდა ერთერთი მთავარი როლის შემსრულებელი ზურაბ ქავთარაძეცფილმის გადაღება ოპერატორმა გიორგი შველიძემ, მონტაჟის რეჟისორმა ლევან კუხაშვილმა და რეჟისორის შვილმა, თამთა ხალვაშმა დაასრულეს. 

ქართულ სექციაში სულ წარმოდგენილია 4 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. კინოფესტივალი კინოთეატრამირანში“ 2 დეკემბერს გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.