თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” დაიხურა. გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ მაყურებელმა ნახა ფაიტ ჰელმერის ფილმი “გონდოლა”. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე გადაეცათ.
2023 წლის პრომეთეს მფლობელები არიან:
საუკეთესი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: ლოტო, რეჟ. ზაზა ხალვაში
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: შაშვი შაშვი მაყვალი, რეჟ. ელენე ნავერიანი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: სუფრა, რეჟ. მარიამ ბიწაძე
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: გაქცევა, რეჟ. სალომე კინწურაშვილი
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: რექვიემი ზაფხულის ცხელ დღეებს, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: ღიმილიანი საქართველო, რეჟ. ლუკა ბერაძე
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: იგი, რეჟ. აკი მანუკი
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე
ევროკავშირის ჯილდო “ადამიანის უფლებები კინოში”:
მხატვრული ფილმი – უსასრულო საზღვრები, რეჟ. აბას ამანი
დოკუმენტური ფილმი – ღიმილიანი საქართველო, რეჟ. ლუკა ბერაძე
საქართველოს კინოინსტიტუტის ჯილდო: მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე
საქართველოს დოკუმენტური ასოციაციის ჯილდო: აპოლონია, აპოლონია
1,390 total views, 2 views today