fbpx

Banksy – Birth of an Icon


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფო კოლხიდაშვილი

ქართული სახვითი მუზეუმი 14 თებერვლამდე წარმოადგენს გამოფენას Banksy, Birth of an Icon, Curated by Steve Lazarides. გამოფენა შედგება ბექნსის ორიგინალებისგან და სტივ ლაზარიდის მიერ გადაღებულ დოკუმენტური ხასიათის ფოტოებისგან, რომელიც ასახავს ქუჩის ხელოვანის შემოქმედებით პროცესს.

Banksy, Birth of an Icon, Curated by Steve Lazarides – ბენქსისა და სტივ ლაზარიდის პარტნიორული ურთიერთობის რეპრეზენტაციაა რომელიც გაგრძელდა დაახოლებით 12 წელი. გამოფენის ორი მესამედი ეთმობა ფოტოგრაფიულ მასალას რომელიც სტივ ლაზარიდის მიერ არის გადაღებული, ხოლო გამოფენის ერთი მესამედი ეთმობა ბენქსის ორიგინალებს. ქუჩისთვის განკუთვნილი ნამუშევრების მუზეალიზაცია ასახავს ბენქსის განვითარების გზას ქუჩის ხელოვანიდან საერთაშორისო პოპულარობის მქონე კომერიცულ არტისტამდე, რომელიც აქტუალურია დღესაც.

ქართული Სახვითი ხელოვნების მუზეუმის შენობაზე რკინის კონსტრუქცია პირდაპირ იუწყება მაშტაბური ბენქსის გამოფენის შესახებ, ფასადზე დაწყებულ ინდუსტრიულ ხასიათს ინტერიერში მიმოფანტული ლითონის კასრები აგრძელებს. კასრები როგორც პლატფორმა შეტყობინებების გადასაცემად, აერთიანებენ ქუჩის ხელოვნებისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას და ამავდროულად კომერციული რეკლამების ადგილს წარმოადგენენ სამუზეუმო სივრცეში. არაკომერციულობისა და კომერციალიზაციის მსგავსი ნაზავი პირდაპირი გამოხმაურებაა ბენქსის შემოქმედების და იმისა თუ როგორ ხდება საზოგადოების მიერ ბენქსის ნამუშევრების სწრაფი კომერციალიზაცია.

ქართული Სახვითი ხელოვნების მუზეუმის როგორც ექსტერიერის ასევე ინტერიერის სხვადასხვა სივრცეები ეთმობა გამოფენის კონტექსტში გაერთიანებულ სხვადასხვა ინსტალაციებს, სანამ თვითონ გამოფენაზე საუბარს დავიწყებდეთ აღსაღნიშნავია პირველი სართულის ექსპერიმენტალური სივრცე რომელიც ეთმობა ქართველ ქუჩის ხელოვანებს, “თაგერებს”, და ასევე გამოფენის სპონსორების სარეკლამო გამოსახულებებს. მოხატული კედლები ქმნის ქუჩის ხელოვნებისთვის დამახასიათებელ არააკადემიურ, ინდივიდუალურ, ადგილსა და სივრცეზე მორგებულ ხელწერას. კლასიკური სამუზეუმო სივრცის თეთრ კედლებზე შემოდის ქუჩის ხელოვნების ესთეტიკის განცდა. იქმნება სინთეზი გრამატიკულად სტრუქტურული მუზეუმის რეპრეზენტაციის და ქუჩის ხელოვნებისთის დამახასიათებელი თავისუფალი მონასმის.

Banksy, Birth of an Icon_ის ექსპოზიცია მოიცავს სახვითი ხელოვნების მუზეუმის მთლიან მესამე სართულს. არქიტექტურული ცვლილების შემოტანით კლასიკური სამუზეუმო რეპრეზენტაციებიდან ხდება სივრცის განთავისუფლება და ადგილ-სპეციფიური ინსტალაციის მოწყობა. გამოფენა იწყება სტივ ლაზარიდის მიერ გადაღებულ ფოტო დოკუმენტალური მასალის რეპრეზზენტაციით, და მოიცავს ექვს ოთახს. ექსპოზიცია ორი სხვადასხვა ფორმით არის მოცემული. ერთის მხრივ კედლებზე გამოფენილი დიდი ზომის პრინტები ასახავს სტივის მიერ გადაღებულ ფოტოებს. თითოეული პრინტი ჩასმულია ორმაგ “ჩარჩოში”, პირველი ჩარჩო წარმოადგენს იგივე ფოტოს სხვადასხვა პატარა ზომის კადრებს. Მეორე ჩარჩო ვარდისფერი სპრეით არის შესრულებული და ნამუშევრის დასრულებაზე მიუთითებს. ოთახებში რომლებზეც პრინტები კედლებზეა წარმოდგენილი იატაკზე ბილიკის მსგავასად დაგებული ფოტოების სერიები მიუყვება. Მეორე სახის ექსპოზიცია კედლების ორ განზომილებიან სივრცეს ტოვებს და ჭერიდან ეშვება. ჰაერში ადამიანის სიმაღლეზე ოდნავ მაღლა ჩამოკიდებული პოსტერები ლაბირინთს ქმნიან და სხვადასხვა რაკურსით უხსნიან სივრცეს მნახველს. Ბექნსის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკურ სოციოლოგიური ნორმების კრიტიკა მთელ გამოფენას ფონად გასდევს.

ექსპოზიცია გადანაწილებულია ათ ოთახზე როგორც უკვე ავღნიშნე, პირველი ექვსი ეთმობა ფოტო მასალის რეპრეზენტაციებს. Სწორედ აქ ვაწყდებით გამოფენის ერთ-ერთ დიდ კრიტიკას, რამოდენიმე ოთახის მერე განმეორებადი ექსპოზიცია, დოკუმენტური მასალის სიუხვე და ბენქსის ორიგინალების ჯერ კიდე არ გამოჩენა საგამოფენო სივრცეში, ვიზუალური მონოტონურობის და მოუთბენლობის განცდას იწვეს მნახველში.

ორიგინალების სივრცეში გადასვლასთან ერთად, პირველ ოთახში ადგილობრივი ქუჩის არტიტსტების მიერ კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი. ქართველი ქუჩის ხელოვანებისა და ბენქსის ტანდემს ამაღელვებელი დინამიკა შემოაქვს საგამოფენო სივრცეში. Საგამოფენო სივრცეში ადგილობრივი  არტისტების კულტურულ ინდივიდუალური ხელწერა კარგად იკითხება ნამუშევრებში და იმედის მომცემ ოპოზიციას უწევს ბენქის ნამუშევრებს. Მსგავსი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქუჩის ხელოვნების და მასთან დაკავშირებული სტიგმების მიმართ.

Ბენქის სკულპტურები, მულტიმედია ინსტალაციები, გრაფიტები, და სხვადასხვა ნამუშევრები სამუზეუმო ღობეებით არის გამოყოფილი. ბენქსის კომერციალიზაციამ გამოიწვია მისი ნამუშევრების მუზეალიზაციაც და სამუზეუმო შუშის ყუთში ჩასმა. Რაც ბენქსის შემოქმედებით საწყის კონტექსტუალურად შორდება თუმცა პირდაპირ ასახავს ბექნსის ნამუშევრების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას.

Banksy, Birth of an Icon, Curated by Steve Lazarides, ქართულ საგამოფენო რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტია, რომელიც ქართული სახვითი მუზეუმისთვის  საზოგადოებასთან უფრო დაახლოების და მუზეუმის მოდერნიზაციის მცდელობად შეგვიძლია აღვიქვათ. Რაც ნამდვილად პოზიტიური წინსვლაა. Რაც შეეხება გამოფენას, დოკუმენტური მასალის სიუხვე ერთის მხრივ კარგად ასახავს ბენქისის კარიერის საწყისი ეტაპის განვითარებას, მეორეს მხრივ განმეორებადი ექსპოზიცია და ბენქის ორიგინალების სიმცირე  დაუკმაყოფილებლობის განცდას იწვევს მნახველში. დასრულებამდე კიდევ ერთხელ აღსანიშნავია გამოფენაში აქცენტირებული ადგილობრივი ქუჩის ხელოვანები და მათი შემოქმედება. ისინი ინდივიდუალური ვიზუალური რეპრეზენტაციებით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე და ღირსეულ ადგილს იკავებენ ბენქსის ორიგინალების გვერდით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.