ამერიკაში ქართული ფილმის, „იქ, სადაც სახლია“ პრემიერა გაიმართა
შეერთებულ შტატებში ქართველი რეჟისორის, გიორგი ქველიძის ფილმის, „იქ, სადაც სახლია“ პრემიერა გაიმართა.
On The Way Home – Trailer – 60 from Giorgi Kvelidze on Vimeo.
გიორგი ქველიძე: „ამ ფილმის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც დავინახე საბჭოთა პერიოდის სანატორიუმებით გარშემორტყმულ ეზოში, მინის ნამსხვრევებით დაფარულ მოედანზე როგორ თამაშობდნენ ბავშვები ბურთს.
ფილმის განმვლობაში მაყურებელი ნახავს საათს კედლებზე, იმის შესახსენებლად, რომ გარდა იმისა, რომ ისრები მოძრაობენ, ჯერ ისევ არაფერი შეცვლილა.“
ფილმის სინოფსისი:
1993 წელს აფხაზეთის ომის შემდეგ, ათასობით ქართველმა ოჯახმა თავშესაფარი წყალტუბოს სანატორიუმებში იპოვა. ფილმი ასახავს იმ ადამიანების უცნობ ისტორიებს, რომლებიც წლებია ცდილობენ ომის ნანგრევებზე ახალი ცხოვრება ააშენონ.
ამის გარდა ფილმში ნახავთ სანატორიუმების ღრმა ტრანსფორმაციას, როგორ გადაიქცა ჯანმრთელობისა და ფუფუნების ადგილი, გადარჩენის სიმბოლოდ. დოკუმენტური ფილმი „იქ, სადაც სახლია“ ორ გმირზე გვიყვება – 12 წლის ნიკუშა ბერულავასა და 80 წლის იამზე გიორგაძეზე, რომლებიც ახალ ბინებს ელოდებიან.