fbpx

რეალობად ქცეული „თამაში“ – მექანიკოსი „თეგეტა მოტორსიდან“


გააზიარე სტატია

ყველაფერი სათამაშო მანქანებით დაიწყო. პატარა გოგო ავტომობილებით გატაცებით თამაშობდა და, ასაკის მატებასთან ერთად, ეს „თამაში“ სულ უფრო და უფრო საინტერესოდ ეჩვენებოდა. ლიკა მაისურაძე დღეს „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი ფილიალის მთავარი მექანიკოსია.

ლიკას მამა მანქანების მექანიკოსია. შვილის ინტერესს ამ ხელობისა და, მით უფრო, მექანიკოსობის მიმართ აღტაცებით არ შეხვედრია. ლიკა ამბობს, რომ მამა ყველაზე კარგად ხვდებოდა საქმის სირთულეს და იმასაც, თუ რა წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდებოდა მისი ქალიშვილი. ბოლოს, დედის რჩევით, ლიკამ იურიდიულზე ჩააბარა, თუმცა ავტოსფეროზე უარი არ უთქვამს. უნივერსიტეტში სწავლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­მას სამ­სა­ხურ­ში დაჰ­ყვე­ბო­და და მან­ქა­ნასაც საფუძვლიანად სწავ­ლობ­და.

ლიკა ამბობს, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა სხვადასხვა სამსახურში არაერთი იმედ­გაც­რუ­ე­ბისა და სტრე­სული ეტაპის დაძლევით დააგროვა. აზრს, რომ მანქანის მე­ქა­ნი­კო­სო­ბა ქა­ლის საქ­მე არაა,  არაერთხელ შეეჯახა. რად­გან გოგო იყო, მომ­ხმა­რე­ბლები არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­იქვამდნენ, უნდობლობის გამო გაჰქცევიან კიდეც. თუმცა ამ წინააღმდეგობებს გამოცდილებად იღებდა და უკან დახევა არც უფიქრია.

„თეგეტა ჰოლდინგში“ ლიკა მეგობრის რჩევით მივიდა. წლების განმავლობაში ოცნებობდა – ემუშავა იქ, სადაც საქმის კეთებას მშვიდ, სტერეოტიპებისგან თავისუფალ გარემოში შეძლებდა; სადაც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა პრინციპულად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გასაუბრების გავლის შემდეგ მოსწავლე მექანიკოსად აიყვანეს სავალი ნაწილის მიმართულებით. დღეს უფროსი მექანიკოსია და სამუხრუჭე სისტემაზე მუშაობს.

„აღმოვჩნდი კომპანიაში, რომელიც ყველანაირად გიწყობს ხელს განვითარებასა და პროფესიულ ზრდაში; საშუალებას გაძლევს, ისწავლო და დასაქმდე. „თეგეტაში“ ჯანსაღი და თბილი გარემოა. მე­ნე­ჯე­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მექანიკოსებით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა მზა­დაა, და­გეხ­მა­როს“.

ლიკა მიიჩნევს, რომ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნვას მის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ძნე­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო არასდროს აშინებს, პირიქით, რაც უფრო პრობ­ლე­მუ­რია მან­ქა­ნა, მით უფრო კმა­ყო­ფი­ლია სირთულეებთან შეჭიდების შესაძლებლობით.

ლიკა ამბობს, რომ პრინციპულობისა და მიზნისკენ ჯიუტად სვლის შედეგად შეძლო, ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა რეალობად ექცია და  მან­ქა­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ქა­ნი­კო­სი გამ­ხდა­რი­ყო. მიიჩნევს, რომ, თუ რა­ი­მე მართლა გინ­და, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქ­რო­ბენ სხვე­ბი.

„ნამდვილად რთული საქმეა, მაგრამ, თუ ამის კეთება მთელი გულით გინდა, თავისუფლად შესაძლებელია, რომ სირთულეები გამოწვევებად აქციო და მათი დაძლევით სიამოვნება მიიღო. მომხმარებლების ღიმილიანი, კმაყოფილი და ცოტათი გაოცებული სახეები კიდევ უფრო მიძლიერებს მოტივაციას“.

ლიკა მიიჩნევს, რომ გენდერული სტერეოტიპები ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ქალი მექანიკოსები პრაქტიკულად არ არიან. ყოფილა მომენტები, როცა ირონიული დამოკიდებულების გამო თავი განსაკუთრებით ცუდად უგრძნია. ამას ემატება ისიც, რომ მანქანის მექანიკოსობა ფიზიკური თვალსაზრისითაც რთული სამუშაოა, ბევრ ძალასა და ენერგიას მოითხოვს.

ლიკასთვის წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად ოჯახის გვერდში დგომა იქცა. მისი მეუღლეც მექანიკოსია, მისი მთავარი მხარდამჭერი და თანამოაზრე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.