თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზება ისი პარის მომხმარებლებს
კომპანია, რომელიც საქართველოში კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებთან ასოცირდება, 29 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღთან დაკავშირებით კი 29 მარტს თიბისი კონცეპტს ისი პარის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს – ამ დღეს თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას დახარჯული თანხის 30%-ს დაიბრუნებთ, მაქსიმუმ 100 ლარს.
ისი პარის პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს გაიხსნა. სოციალურ და ეკონომიკურ ქაოსში მყოფი დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლებისთვის მსგავსი ტიპის მაღაზიის გახსნა გამორჩეული და განსაკუთრებული მოვლენა იყო, უფრო მეტიც, როგორც ერთ-ერთი თავდაპირველი მომხმარებელი იხსენებს, ეს იყო ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში.
“ისი პარი 1995 წელს გიორგი მედულაშვილის, ლევან მარგველაშვილის, პაატა გიგაურის და დავით მედულაშვილის მიერ შეიქმნა. ამ ოთხმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა საქართველოში სილამაზის და, განსაკუთრებული სიამაყით უნდა აღვნიშნო, კანის მოვლის კულტურის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იმ დროს ბიზნესის წამოწყებისას მთავარი გამოწვევა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ახალი ბიზნესის რისკები იყო, თუმცა დამფუძნებლების ენთუზიაზმმა და ქართველი მომხმარებლის სიყვარულმა ისი პარი აქამდე მოიყვანა და კომპანია უკვე 29 წლის იუბილეს ზეიმობს.
რა თქმა უნდა, იმ დროში საქართველოში ოფიციალური ბრენდების შემოყვანა ძალიან რთული და ძნელად განსახორციელებელი იყო, თუმცა თავდაუზოგავი დამფუძნებლების შეუპოვრობამ და ფრანგული პარფიუმერიის ქართველ მომხმარებლამდე მიტანის ძლიერმა სურვილმა შეძლო ის, რასაც დღეს ისი პარი ჰქვია. როდესაც გულით რაღაც ძალიან გინდა, მოლაპარაკებების სირთულეებსაც მარტივად გადალახავ, სწორედ ამ მოტივით მიმდინარეობდა მაშინდელი მოლაპარაკებები და შედეგიც გამოიღო.” – გვიყვება ლინა ქალდანი, ისი პარის PR-სა და კონტენტის მენეჯერი
ისი პარი 2024 წელს 20 ფილიალით ხვდება – მაღაზიების აღმოჩენა შეგიძლიათ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავსა და ახლა უკვე გორშიც. ამ ეტაპზე ისი პარის მაღაზიათა ქსელში 103 საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა ეს რიცხვი კიდევ და კიდევ იზრდება.
საქართველოს მასშტაბით ისი პარის 20 ფილიალს შეგიძლიათ ესტუმროთ და მრავალფეროვანი საერთაშორისო ბრენდების პროდუქტებიდან აარჩიოთ პარფიუმერია და თავის მოვლის საშუალებები, 29 მარტს კი თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას დაიბრუნებთ დახარჯული თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 100 ლარს.