fbpx

“Me and Smiley” – გურამ შავდიას გამოფენა გალერეა Window Project-ში


გააზიარე სტატია

გალერეა Window Project-ი წარმოგიდგენთ გურამ შავდიას გამოფენას “Me and Smiley”, რომელიცაერთიანებს ხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს შერეული ტექნიკით შესრულებულ ფერწერასა დაგრაფიკას.

გამოფენის სათაური მომდინარეობს ხელოვანის ამავე სახელწოდების მქონე ნამუშევრისგან. მცირეზომის გრაფიკა, რომელშიც ხელოვანის ავტოპორტრეტს თანამედროვე მასობრივი კულტურისერთ-ერთი ნიშან – სიმბოლო, Smiley, “გადაფარავს”, ექსპოზიციის კონცეპტუალური ბაზის გამხსნელელემენტად იქცევა.

გურამ შავდია კულტურის ნიშნებად დამკვიდრებული ისტორიული ფიგურების, კომიქსებისა დაზღაპრების პერსონაჟების, ხელოვნების ნიმუშების, სპორტისა და ომის, პოპ-კულტურაშიგამოვლენილი არქეტიპების რეკონცეპტუალიზაციას ახდენს, რაც განპირობებულია ხელოვანის მიერკულტურისა და მასში თვითაღქმის პროცესთან. იუმორით, თვითირონით, ინტუიციით, რომანტიზმით, მიმღებლობით, სითამამითა და გახსნილობით, ის ნაპოლეონსა და წითელქუდას მგელ-ბებიას ერთგანზომილებაში ათავსებს, გაბატონებული კულტურული “ღირებულებების” ნიველირებას ახერხებსდა კარგად ნაცნობ, ძველ ნიშანსიმბოლოებს ახალი მნიშვნელობების მეტაფორად გარდაქმნის.

შავდიას მთავარი მედიუმი ფერწერა და გრაფიკაა, თუმცა მათ შორის ზღვარი ბუნდოვანია შერეულიტექნიკის საშუალებით, რომელიც ზეთისა და აკრილის საღებავებს, პასტელს, ზოგ შემთხვევაში, ნახშირსა და კოლაჟის ელემენტებს მოიცავს. ნამუშევრების შესრულების ტექნიკა ყოველთვისკონცეფციის აუთენტური ნაწილია, თემატიკის მსგავსად – იმპულსური და ინტუიტური.

გურამ შავდია დაიბადა 1988 წელს, თბილისში. 2003-2007 სწავლობდა იაკობ ნიკოლაძისსასწავლებელში, შემდეგ მან სწავლა განაგძრო დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში, მარკუსლუპერცის და ანდრეას შულცეს კლასებში. 2014 წელს დაამთავრა აკადემია და გახდა ანდრეასშულცეს „მაისტერშულერი“. გერმანიაში ცხოვრების მანძილზე ჰქონდა 3 სოლო და მრავალი ჯგუფურიგამოფენა. 2020 წლიდან გურამი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2023 წელს მარიამოდიშელიზესთან ერთად დააარსა საგამოფენო და სამუშაო სივრცე Raum.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.