fbpx

Touch.Point-ის სრული  პროგრამა მზად არის 


გააზიარე სტატია

სულ რამდენიმე დღეში, 14 ივნისს წლის მთავარი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი – Touch.Point გაიმართება.  სრული პროგრამა უკვე ცნობილია:

თუ მარკეტინგის სფეროში ხარ და ეძებ სწრაფ გზას პროფესიული ზრდისთვის, ახალი კონტაქტებისთვის, უბრალოდ ინსპირაციისთვის, გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს ერთ დღიანი თავგადასავალი.  

ფესტივალი გააერთიანებს 2 სცენას, 20-ზე მეტ სესიას, ქინოთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსეიბს, სპიკერებს შორის არიან ლიდ პროფესიონალები Spotify, Meta, Google, Volvo Cars, DAVID Madrid. NETFLIX, PUMA, Nike-ის კამპანიების კრეატიული დირექტორი, კალიფორნიული სტარტაპ Copysight AI-ის დამფუძნებელი,  სოც მედია კომუნიკაციის დედად წოდებული – Dot Lung, Setanta-ს საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი, Maretech Institute-ის დამფუძნებელი და ბევრი სხვა. 

4 ვორქშოფი იქნება წაროდგენილი დღის განმავლობაში: 

  • Martech or Crash: Why Your AI is Doomed Without the Right Stack 
  • Mastering Reels: Creating Video Content on Your Phone
  • Compressing the creative pipeline – from challenge to execution in 90 minutes.
  • Pathfinder: Your Interactive Go-To-Market Mapping Session 

ფესტივალის ნაწილია სტარტაპ შოუქეისი, რომელიც 7 მოწინავე მარტექ სტარტაპს გაგაცნობს. საშუალება გექნება მათ დამფუძნებლებს ადგილზე გაესაუბრო და სრული ინფორმაცია მიიღო პროდუქტზე. 

დღის ბოლოს დიდ ეკრანზე ერთად ვუყურებთ EURO24-ის გახნას და პირველ მატჩს. ამ ნაწილში ყველა დელეგატს ექნება საშუალება ფესტივალზე +3 მეგობარი დაპატიჟოს და მათან ერთად იზეიმოს ისტორიული საფეხბურთო მოვლენის დაწყება. 

შევხვდებით Touch.Point-ზე! 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.