fbpx

მოულოდნელი ევროპა


გააზიარე სტატია

ავტორი: მარი ლორთქიფანიძე

 

ევროპის ჩემპიონატი ძალიან მიყვარს. უფრო მეტად, ვიდრე მსოფლიო. ევროპის ჩემპიონატი იდუმალი და სიურპრიზებით სავსეა. ალბათ, არსად ხდება იმდენი სენსაცია, რამდენიც ევროპაზე. 

მარტო ჩეხეთის, დანიის და საბერძნეთის ჩემპიონობა რად ღირს, ან ისევ იმავე ჩეხეთის თითქმის ჩემპიონობა 96-ში (რომ არა ოლივერ ბირჰოფის ასევე მოულოდნელი დუბლი, მოულოდნელი კი იმიტომ, რომ ბირჰოფს ფეხით გოლი თითქმის ვერ გაჰქონდა, მხოლოდ თავით. ესეც ხომ მოულოდნელია, ფეხით სათამაშო სპორტში თავს რომ უფრო კარგად იყენებ, ვიდრე ფეხს).

ევროპის ჩემპიონატზე უფრო რთული გამოსაცნობია, ვინ აიღებს თასს, ვიდრე მსოფლიოზე, ამიტომ არის ევროპის ჩემპიონობა მეტ გუნდს რომ უზეიმია, ვიდრე მსოფლიოს. 

ვარსკვლავებსაც უცნაურს აჩენს ევროპის ჩემპიონატი: კარელ პობორჟსკის და პატრიკ ბერგერს, ბრაიან ლაუდრუპს და ანგელოს ხარისტეასს, ლეონარდო სპინაცოლას და აბელ ჩავიერს.

Karel Poborský in his pomp at EURO ’96 © Getty Images / Angelos Charisteas of Greece celebrates the winning goal in the final of EURO 2004 Getty Images

 

და გოლები. არსად ისეთი მოულოდნელი გოლები არ გადის, როგორიც ევროზე:

 ზლატანის ქუსლი და ჯგუფში ჩატოვებული იტალია 

 

გასკოინის გაბითურებული ბლექბერნელი კოლინ ჰენდრი 

 

ბალოტელის გახვრეტილი გერმანული კარი და გოლის ავტორის შიშველი ტორსი 

 

 ანტონინ პანენკას პანენკა  

 

 მაიკლ ოუენის ფიგურული სრიალისებრი ტრიალი  

 

 პატრიკ ფშიკის ცენტრიდან დარტყმული 

 

ტანმორჩილი შაქირის შორეული მაკრატელა 

 

პობორჟსკის მთელი პორტუგალიისთვის თავზე გადაგდებული ბურთი 

Karel Poborský v Portugal, 1996: 60 Great UEFA Goals

 

და, რა თქმა უნდა, გოლი, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაანგრია, საფეხბურთო და ალბათ პოლიტიკურ მოედანზეც.

აი ამ მოულოდნელ ტურნირზე მიდის ერთი სრულიად მოულოდნელი გუნდი და იქნებ მათაც შემოგვთავაზონ თავისი წილი მოულოდნელობა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.