12-13 ივლისს მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი IIIIITKESHI ბრუნდება
კოჯრის ტყეში, 12-13 ივლისს მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი IIIIITKESHI აუდიო-ვიუზალური პერფორმანსებით, გამოფენებითა და საგანმანათლებლო ვორქშოპებით ბრუნდება.
თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, ფესტივალი სტუმრებს ღია ცის ქვეშ ეპატიჟება, რათა მათ მდიდარი და მრავალფეროვანი აუდიოვიზუალური გამოცდილება გაუზიაროს. აუდიო-ვიზუალური პერფორმანსები, ახალი მედია ხელოვნების ინსტალაციები და მრავალფეროვანი საგანამანათლებლო პროგრამა ახალი ენერგიებითა და ჯადოსნური შთაბეჭდილებებით შეავსებს ტყის სივრცეს.
ვიზუალური ინსტალაციების პარალელურად, რომელიც Live-პერფორმანსებს გააფორმებს, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კონცეპტუალური გასტრონომიისა და ნატურალური ღვინის დახლები, რომელიც იმ ექსპერიმენტულ სიმრავლეს დაემატება, რომელიც ფესტივალი IIIIITKESHI წარმოგვიდგენს.
View this post on Instagram
ფესტივალის სტუმრებს უფასო ტრანსპორტი თბილისის ცენტრიდან ყოველ 30 წუთში მოემსახურება.