აშშ-ის მწვანე ბარათის გათამაშების ისტორია – ყველაფერი, რაც უნდა იცოდე გათამაშების შესახებ
იცოდი, რომ მწვანე ბარათის გათამაშება ამერიკაში მექსიკიდან მაღალი იმიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად დაიწყო?
1987 წელს 2 მილიონამდე მექსიკელს მიენიჭა ლეგალური სტატუსი, რაც რეიგანის მოსაზრებით არ იყო თანხვედრაში ამერიკის ეთნიკურ მრავალფეროვნების პოლიტიკასთან. სწორედ ამიტომ შეიქმნა პროგრამა სახელად NP-5 რომლის ფარგლებშიც 36 ქვეყნის მოქალაქეზე 5000 ვიზა გათამაშდა. დროთა განმავლობაში გაცემული ვიზების რაოდენობამ მოიმატა და უკვე 1994 წელს გათამაშებამ მიიღო თანამედროვე სახე -55000 გასათამაშებელი ბარათით.
გათამაშება ყოველწლიურად ტარდება და მასში რეგისტრაცია შემოდგომაზეა შესაძლებელი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ონლაინ რეგისტრაციის სისტემა 2003 წელს შეიქმნა. მანამდე კი, 2002 წლამდე გათამაშების ყველა განაცხადი ფოსტით უნდა მიეღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს. მონაწილე ქვეყნების სია კი ყოველწლიურად იცვლება იმის მიხედვით თუ მიგრაციის რა ზოგადი მაჩვენებელია ამ ქვეყანაში.
დღესდღეობით მწვანე ბარათის გათამაშებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებში გათამაშება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც იმ უამრავ უპირატესობასთანაა დაკავშირებული, რასაც მწვანე ბარათი სთავაზობს მის მფლობელს.
მწვანე ბარათით შენ შეგიძლია:
- აშშ_ში მუშაობა დამსაქმებლის სპონსორობის გარეშე
- ისარგებლო იგივე სოციალური შეღავათებით, როგორიც აქვთ აშშ-ს მოქალაქეებს (სოციალური უზრუნველყოფა და მედიცინა)
- დაასპონსორო შენი ოჯახის წევრები რომ მათაც აიღონ მწვანე ბარათი
- აშშ-ში და მის გარეთ თავისუფლად მოგზაურობა
- გარკვეული პერიოდის შემდეგ, აშშ-ის მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთება
მწვანე ბარათის ლატარიის დასაშვებობის კრიტერიუმები
მწვანე ბარათის ლატარია ღიაა იმ ქვეყნებიდან, სადაც ისტორიულად დაბალია აშშ-ში იმიგრაციის მაჩვენებლები. მაგალითად ისეთ ქვეყნები როგორიცაა, პაკისტანი, ბრაზილია, კანადა არ მონაწილეობენ მწვანე ბარათის პროგრამაში.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ მოთხოვნებს:
- იყო დაშვებული ქვეყნის მოქალაქე
- ფლობდე საშუალო სკოლის განათლებას ან მის ეკვივალენტს, ან ორი წლის საკვალიფიკაციო სამუშაო გამოცდილებას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
როგორ შეგიძლია მიიღო მონაწილეობა მწვანე ბარათის გათამაშებაში?
შენ შეგიძლია მრავალფეროვნების სავიზო პროგრამის ოფიციალურ საიტზე შეავსო განაცხადი. განცხადების მიღება იწყება ყოველი წლის ოქტომბრის თვეში. თუ სხვადასხვა მიზეზების გამო გჭირდება დახმარება ან ენობრივი ბარიერის გამო მშობლიურ ენაზე შევსება გსურს, შეგიძლია Greencard.ge-ს პლატფორმაზე მარტივად გააკეთო განაცხადი.
რა ხდება თუ გაიმარჯვებ?
თუ შენ აღმოჩნდები ერთ-ერთი იღბლიანი გამარჯვებული, გილოცავ! შემდგომ შენ უნდა გაიარო მრავალნაბიჯიანი პროცესი, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიგრირებას. საემიგრაციო პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად:
- უნდა შეავსო საჭირო აპლიკაცია და წარადგინო დამხმარე დოკუმენტები
- დაგეგმო და დაესწრო სავიზო გასაუბრებას აშშ-ს საკონსულოში
- გაიარო სამედიცინო გამოკვლევები და საკონსულოს მიაწოდო ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია
- აიღო მწვანე ბარათი და დაგეგმო ამერიკაში გადასვლა
დეტალურად თუ რა ნაბიჯები გაქვს გასავლელი, მოგების შემდგომ შეგიძლია იხილო აქ. ხოლო თუ დაგჭირდება დახმარება, eConsul-ი გაგიწევს სრულ საიმიგრაციო მომსახურებას.
გისურვებ წარმატებებს და ამერიკული ოცნების ახდენას!


