fbpx

“ბროწეულისფერი” – ჯგუფური გამოფენა გალერეა “ართბითში”


გააზიარე სტატია
გალერეა “ართბითი” წარმოგიდგენთ ჯგუფურგ ამოფენას ‘ბროწეულისფერი’, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანებს. დავით აფაქიძე, ალექს მარგო არდენი, ანდრო დადიანი, გიორგი კარტოზია, რენე მატიკი, გიორგი მიმინოშვილი, გაბი საჰარი, ბესო უზნაძე, სერგო ფარაჯანოვი, ჰანა ქინლენი & როზი ჰეისტინგსი და მარიკა ქოჩიაშვილი- ერთ სივრცეში საქარველიში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გააერთიანა.
ჩვენს ქვეყანაში ინიცირდა ჰომოფობიური და ლგბტქ+ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც აღვივებს პოლარიზაციიას, საზოგადოების გახლეჩვასა და სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების საფრთხეს ზრდის. არც ისაა შემთხვევითი, რომ მოცემულ კონტექსტში შემოღებული კანონის მთავარი ადრესატი სახელოვნებო სივრცე გახდა, რომელიც მოაზრებულია პროპაგანდის მთავარ აგენტად.
გამოფენის სათაური სიმბოლურ მნიშვნელობასა ცატარებს, ვინაიდან კარგად ასახავს ადგილობრივ სოციალურ სივრცეში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ პოლიტიკას გენდერული იდენტობებისადმი, ასევე ეხმიანება სერგო ფარაჯანოვის კინომატოგრაფიულ შედევრსაც, რომლის ნამუშევრებიც საბჭოთა ხელისუფლებამ ცენზურას დაუქვემდებარა, შემდგომ კი მისი ავტორი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით დაიჭირა. მსგავსი ტიპის რეპრესიული პრაქტიკები დღევანდელ რეალობასთან ახლოს დგას, რაც ფიზიკური და სოციალური ძალადობის ფორმით მანიფესტირდება, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მიერ.
2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები დამახასიათებელი თავისი სიურეალისტური და აბსურდული კადრებით ძალადობის ერთ-ერთ ბრუტალურ გამოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც აგრესიული სასულიერო პირები თუ მათი ჭინჭრით მადევარი მრევლი ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და ფიზიკურად გასწორებოდნენ ლგბტქ+ თემს. ყოველ მომდევნო წელს ეს სცენარი უფრო და უფრო მძაფრდება. სწორედ ამ კონტექსტს ეხმიანება ეს გამოფენაც და ცდილობს წარმოაჩინოს პრობლემები, რომლებიც გააჩნია ლგბტ(ქ)+ ადამიანებს ხელოვნების დისკურსში.

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 8 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.