fbpx

ქალაქების “არა-ადგილები”: დიალოგი პრაღასა და თბილისს შორის


გააზიარე სტატია

8 სექტემბერს “უბნის” საჯარო პროგრამის შემდეგი ღონისძიება მასპინძლობს ჩეხი არქიტექტორის, ანა ბეატა ჰაბლოვას ლექციას თემაზე არა-ადგილები / non-places” ქალაქებში. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ურბანისტ ელენე დარჯანიასა და არქიტექტორ დავით გიორგაძესთან ერთად.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა ჩეხი არქიტექტორის, ურბანისტის და მწერლის, ანა ბეატა ჰაბლოვას მოხსენებას, რომელიც გაგვიზიარებს თავის ხედვას ქალაქების მარგინალურ სივრცეებზე –  უყურადღებოდ დარჩენილ, მიტოვებულ, გარდამავალ და შეუმჩნეველ ადგილებზე. ანა ახასიათებს ქალაქების “არა-ადგილებს”  არა მხოლოდ მარკ ოჟეს გაგებით, არამედ ამ ნეოლოგიზმში აერთიანებს ყველაფერს,  რაც  განსაზღვრული და დაგეგმარებული საჯარო სივრცისგან განსხვავდება.  დასწრება თავისუფალია, ლექცია და დისკუსია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. 

 

“არა-ადგილები” სხვადასხვა მიზეზის  გამო არსებობს: ცუდად დაგეგმილი მშენებლობა, არასწორად შერჩეული ადგილმდებარეობა ან ლანდშაფტის სპეციფიკის უგულებელყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილები ნაკლებად მიმზიდველია, ისინი საჯარო სივრცის პროგნოზირებისგან ერთგვარ გასაქცევ ადგილებად ფორმდებიან. არის თუ არა “არა-ადგილები” ქალაქების ბუნებრივი განვითარების ნაწილი თუ პირიქით, ისინი ჩვენი წარუმატებლობისა და უმწეობის შედეგია? 

                                                                                                       ანა ბეატა ჰაბლოვა   

     

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია ურბანისტ ელენ დარჯანიასა და არქიტექტორ დავით გიორგაძესთან ერთად. მონაწილეები  ისაუბრებენ თბილისის ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის “არა-ადგილების”, საჯარო სივრცეების და იმ მონაკვეთების  სპექტრის შესახებ, რომლებიც ამ ორი ტიპის ტერიტორიებს შორის ზღვარს შლის. დისკუსია შეეხება იმ მიზეზებს, რომლებიც თბილისში “არა-ადგილების” სიმრავლეს განაპირობებს. ასევე, განხილულ იქნება ბოლო პერიოდის საჯარო სივრცეების რეაბილიტაციის  პროექტები: გუდიაშვილის მოედნის ტრანსფორმაცია ისტორიულ უბანში და მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტი მდინარე ვერეს ხეობაში. ორივე პროექტის არქიტექტორია დავით გიორგაძე.

 

მონაწილეები: 

 

ანნა ბეატა ჰაბლოვა    

არქიტექტორი, ურბანისტი, მწერალი და ხელოვანი. მან  პრაღის არქიტექტურის ფაკულტეტზე დაამთავრა დოქტორანტურა, მუშაობდა Prague Institute of Planning and Development-სა და ამსტერდამის არქიტექტურულ სტუდიაში –  SeArch. ანას  გამოცემული  აქვს პოეზიის ოთხი  კრებული და ორი წიგნი არქიტექტურის შესახებ: “Města zdí / Cities of walls – about shopping malls in cities და Nemísta měst / Non-places of cities – about neglected, ephemeral, temporary or virtual places.  მისი ტექსტები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. ჰაბლოვას ნამუშევრები გამოფენილია ჩეხეთსა და ევროპის  გალერეებში. 

ელენე დარჯანია

ურბანისტი, მკვლევარი და პედაგოგი 14-წლიანი გამოცდილებით. ამჟამად ის ხელმძღვანელობს გუნდს, რომელსაც ევალება საქართველოს კლიმატზე ორიენტირებული და ინტეგრირებული მუნიციპალური საინვესტიციო ინსტრუმენტებისა და პროტოკოლების ხელახალი შემუშავება. ელენს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძო სექტორსა და აკადემიაში მუშაობის, პოლიტიკის ფორმულირების, ურბანული ინოვაციებისა და გამოყენებითი კვლევების სფეროში. პროფესიული პრაქტიკის გარდა, ელენატარებს არქიტექტურის აზროვნების კლასს თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) ფაკულტეტზე.

 

დავით გიორგაძე

არქიტექტორი. იგი მუშაობს თბილისში, სადაც 2011 წელს წამოიწყო საკუთარი არქიტექტურული პრაქტიკა. მისი საქმიანობა მოიცავს ექსპერიმენტულ-ანალიტიკური მიმართულებით მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას. დავითი ამჟამად ასწავლის თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) ფაკულტეტზე.

პროექტის პარტნიორები:

პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის ცენტრი თბილისის მიერ.

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი”
„უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მასზე დაკვირვება და მისი არქიტექტურის  და ბუნებრივი მახასიათებლების კვლევა.  

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]

Facebook  Instagram  LinkedIn
www.ubani.center


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.