fbpx

დიზაინის ინსტიტუტი საფუძვლების პროგრამის პირველ გამოშვებას ზეიმობს


გააზიარე სტატია

დიზაინის საფუძვლების  პროგრამა, ინტენსიური, 250-საათიანი მოსამზადებელი კურსია სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ცოდნა დიზაინში. პროგრამა შექმნილია დიზაინის სრული სპექტრის შესასწავლად, რომელიც  პროფესიის ძიებაში მყოფ ადამიანებს ორიენტაციასა და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება.   

საფუძვლების პროგრამა შექმნილია შემოქმედებითი, განათლებისა და ბიზნეს  სფეროს საუკეთესო წარმომადგენლების მიერ. კურსის ფარგლებში სტუდენტები სრულყოფილად გაივლიან დიზაინის ისტორიას, გაეცნობიან დიზაინის სფეროში არსებულ პროფესიებსა და დისციპლინებს. სტუდენტები ისწავლიან გრაფიკულ პროგრამებს, კრაფტს, ანიმაციას,  ფოტოს, ვიდეოს, გაიღრმავებენ შემოქმედებით და წარმოსახვის, ვიზუალიზაციის,  კომუნიკაციის უნარებს, რაც სამომავლოდ ყველა პროფესიაში გამოადგებათ.

დიზაინის ინსტიტუტის შემოდგომის ნაკადზე მიღება უკვე დაწყებულია. პროგრამაზე გამოცხადებულია 5 100%-იანი სტიპენდია. 

დაფინანსების მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მაქსიმუმ 250-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, საკუთარი პორტფოლიო ან ნამუშევრები ელფოსტაზე: [email protected] 2024 წლის 16 სექტემბრამდე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.