fbpx

ქართული კინოს უახლესი წარმატებები


გააზიარე სტატია

ვენეციის კინოფესტივალზე, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, “აპრილის” ჩვენების შემდგომ, ქართული კინო კვლავ წარმატებულ სვლას განაგრძობს სხვადასხვა ფესტივალებზე, უკვე სხვა ახალი სახელებითა და სახეებით. 

ამჯერად საქართველოს სახელით მსოფლიო კინობაზარზე პროდიუსერი ირინა გელაშვილი და არტისტი ვაჟიკო ჩაჩხიანი წარდგნენ. 

ალჯაზირას დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ინდუსტრიულ დღეებზე მთავარი პრიზი ქართულმა პროექტმა მოიპოვა. ფილმი “მოყვარული ფოტოგრაფის საოჯახო პორტრეტი” – რეჟისორ ნურლან ჰასანლის ნამუშევარია, რომლის პროდიუსერიც ირინა გელაშვილი გახლავთ. სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა სამი ჯილდო ფესტივალზე. მათ შორის – ერთ-ერთი ჯილდო – მთავარი პრიზი, 25 ათასი ევრო. ასევე მოიპოვა შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალისა და დოჰას კინოინსტიტუტის პრიზები. 

ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტი “ძაღლი ყეფს”  ტოკიოს საერთაშორისო ფესტივალის (TGFM) მიერ, კონტენტ ბაზარზე (TIFF) დასაფინანსებლად, 20 რჩეულ პროექტს შორის მოხვდა. 

ცნობილია, რომ TGFM-ის მიერ 5 გამოცემა დაგეგმილია 30 ოქტომბრიდან  1-ელი ნოემბრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, ბაზარი მოიცავს ხუთით მეტ პროექტს, იტალიაზე განსაკუთრებული აქცენტის გამო, რაც მოჰყვა 2023 წელს იტალიასა და იაპონიას შორის ერთობლივი წარმოების შეთანხმებას, რომელიც ძალაში გასულ თვეს შევიდა. 

“ძაღლი ყეფს” ვაჟიკო ჩაჩხიანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი პროექტია, რომელიც ასევე პირველი ქართულ-იაპონურ-გერმანული კოპროდუქციაა. ვაჟიკო კი ამ  ფესტივალის პირველი მონაწილეა საქართველოდან. სცენარის ავტორია საკიჩი სატო, რომელიც ტაკაში მიიკეს საკულტო კლასიკაზე “Ichi the Killer”-ზე დაყრდნობით არის შექმნილი. ამ  სიაში მოხვედრა პროექტს მისცემს საშუალებას მოიზიდოს ფინანსური პარტნიორები და მოიპოვოს მეტი დაფინანსება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.