fbpx

რაჭა-ლეჩხუმის გასტროტური


გააზიარე სტატია

რაჭა – ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი მშვენიერი მხარე,  წელიწადის ოთხივე დროს მომნუსხველი და ლამაზია. თუმცა, შემოდგომის შუაგულში,  ოქტომბერში, როდესაც შერეული ტყეებით დაფარული მთები  ჭრელი საფარით იმოსება, აქაურობა  ჯადოსნურ ელფერსაც კი იძენს.  

ჩანჩქერები, მღვიმეები, მთები, ხედები, ტბები,  მთის „გიჟი“ მდინარეები, მთებში „ჩაკარგული“ სოფლები, ველური ბუნება,  ისტორიული ძეგლები – ეს ყველაფერი რაჭა-ლეჩხუმია. ცივი სეზონისგან განსხვავებით,  სოფლები ზაფხულში ცოცხალი და ხალხმრავალია. 

წინაპართა დანატოვარი სახლები  მთელი წელი მოთმინებით  ელოდებიან პატრონების  დაბრუნებას და კარ-მიდამოების ხმაურითა და სიცოცხლით ავსებას.  გვიან შემოდგომაზე კი მათი უმრავლესობა იწყენს,  იკეტება და რაჭული დათვის მსგავსად, თეთრი თოვლის საფარის ქვეშ ღრმა ძილს მიეცემა მომავალი ზაფხულის მოლოდინში. 

რაჭა-ლეჩხუმის „გამოღვიძება“ წელიწადის ოთხივე დროს შესაძლებელია, მთავარია მონდომება, პოტენციალის მართებული შეფასება და თანმიმდევრული განვითარება. ჩვენი სტატიაც  სწორედ ამ თემას შეეხება, რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილ „ზაფხულის მიღმა“ ტურს, სადაც ბუნებასთან და ისტორიულ ძეგლებთან ერთად,  ამ რეგიონის უნიკალურ გასტრონომიასა და ღვინის განსაკუთრებულ  სახეობებს გაეცნობით.    ამ მოგზაურობაში ჩვენი გზამკვლევია  „ჭრებალოს მარანი“  გასტონომიული კულტურის მკვლევართან, დალილა ცატავასთან ერთად. ტურის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ამ შემეცნებით, საინტერესო და დაუვიწყარ მოგზაურობაში ეპატიჟება.  

სალომე ლეკიშვილი – „ჭრებალოს მარნის“ თანადამფუძნებელი: 

რაჭის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მოგვდგამს და ძალიან გვინდოდა გვქონოდა საქმე, რომელიც მეტად დაგვაკავშირებდა ჩვენი წინაპრების კუთხეს.  თავდაპირველად ღვინის მარნით დავიწყეთ, შემდგომში გავფართოვდით და გავხსენით რესტორანი. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სივრცე, სადაც  სტუმრები გაეცნობოდნენ ადგილობრივ კულინარიას, ღვინოს… სამომავლოდ  გვაქვს სასტუმროს გახსნის გეგმაც, რაც სეზონის გახანგრძლივების შესაძლებლობას მოგვცემს. 

ვფიქრობთ, ძალიან სანტერესოა ჩვენი ახალი წამოწყება, გასტონომიული ტური,  რომელიც  ქალბატონ დალილა ცატავასთან ერთად დავგემეთ. ტურის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები, სტუმრები გაეცნობიან ადგილობრივ ღვინოებს და  საინტერესო კერძებს, რომლებიც არ არის ფართოდ  ცნობილი, მოვინახულებთ რაჭა- ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობებს, საინტერესო ადგილებს…  ჩვენი ტურის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ახლად ამოქმედებულ ტურისტულ ადგილებს, მათ შორისაა  სასტუმრო „დაკიდულა“, რომელსაც განსაკუთრებული მდებარეობა აქვს  და სწორედ ამ სასტუმროში განთავსდებიან ჩვენი  ტურის მონაწილეები.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, რაჭა-ლეჩხუმში  ტურისტული პერიოდი სეზონურია, ჩვენი მიზანია – რაჭა გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული რეგიონი, რაც სწორი მიდგომებისა და დაგეგმვის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია  და იმედია, მალე ასეც მოხდება.

დალილა ცატავა, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი: 

რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია, უმდიდრესი ბუნებრივი რესურსებით, კულტურით, ხალხური რეწვით, ფოლკლორითა და მწირი, მაგრამ განსაკუთრებული გასტრონომიული კულტურით. ამ რეგიონში, გასტრონომიის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრია საკვლევი, რაც ამ მხარეში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

განსაკუთრებულად მინდა ხაზი გავუსვა ისეთ რეგიონულ გასტრონომიულ ბრენდს, როგორიც  რაჭული ლორია, თუმცა აქ მხოლოდ მისი გამოყვანის უნიკალურ ტექნოლოგიაზე არ არის საუბარი, არამედ მის გამოყენებაზე ლობიოში, ცომეულში და სხვადასხვა შეჭამანდებში. მაღალმთიანი რაჭის საოცარ პროდუქტებს შორისაა  რძის ნაწარმი –  წყალდასხმულა და რაჭული ხავიწი. ფხალის ძალიან საინტერესო სახეობაა ქალაკოდა, რომელსაც მაისის ბოლოს კრეფენ და ქალის ნაწნავის მსგავსად წნავეან. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ამ რეგიონის გასტრონომიაში სოკოს გამოყენებაც.  განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი შქმერულს, რადგან ადგილწარმოშობის კერძად ითვლება და ყველამ იცის, რომ რაჭის გასტრონომიის ყველაზე პოპულარული კერძია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი რესტორნის მენიუს დაამშვენებდა ისეთ რაჭულ ღვინოებთან ერთად, როგორებიცაა – ჭრებალოს მარნის ღვინოები, უნიკალური და ექსკლუზიური. თუმცა ამ მხარეში ძალიან საინტერესო ღვინოს აკეთებდნენ შავი მოცვისგანაც. რაჭული ღვინოები ხომ საუკეთესო ტანდემშია განატეხ ხაჭაპურთან, ლობიანებთან, შეკეცილებთან, ბაჭულებთან, რომელიც ამ კუთხის გასტრონომიული სიმდიდრეა.   

ჩვენი ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად დარწმუნდნენ რაჭა-ლეჩხუმის გასტრონომიის თავისებურებებსა და განუმეორებელ გემოებში, ასევე საკუთარი თვალით ნახონ ქართული ბუნების საოცრება –  შემოდგომის რაჭა-ლეჩხუმი.

დეტალებისთვის გადადით ბმულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.