fbpx

‘HARMFUL WEATHER CONDITIONS’ | არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები


გააზიარე სტატია

 

პლატფორმა „მექანიკური ტალღები” წარმოგიდგენთ სეზონურად დაყოფილ აუდიო-ვიზუალური ივენთების სერიას ‘HARMFUL WEATHER CONDITIONS’ | „არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები”.

შემოდგომის სეზონის მასპინძელია კლუბი KHIDI, სადაც 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე წარსდგებიან ბერლინში მოღვაწე არტისტები, GRAND RIVER და Marco Ciceri, აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებით „ნისლი“ / FOG და ადგილობრივი სცენის გამორჩეული მულტიმედია შემსრულებელი, ანდრო გოგიბედაშვილი / SAPHILEAUM საკონცერტო ლაივ აქტით:  “Muzika Utulivu”, ვიზუალურ არტისტთან, მიმი მელაშვილთან თანამშრომლობით.

‘HARMFUL WEATHER CONDITIONS’ | „არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები” – სეზონურად დაყოფილი აუდიო-ვიზუალური ივენთების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ დაუვიწყარი გამოცდილების განცდასა და გაზიარებას, არამედ მცდელობას ვიპოვოთ დელიკატური ბალანსი, ტექნოლოგიურ წინსვლასა და გარემოს დაცვას შორის.

პროექტის მხარდამჭერები: თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი, კლუბი KHIDI

ბილეთები: https://shorturl.at/0lfhO

 

GRAND RIVER AND MARCO CICERI “FOG” |A/V SHOW| 

ნისლი | კონცეფცია
45’

მუსიკოსის, GRAND RIVER და ვიზუალური არტისტის, MARCO CICERI 45 წუთიანი პერფორმანსი „ნისლი” იკვლევს ბალანსს შეცნობილით მიღებულ კომფორტსა და შეუცნობელის ძიების ლიმიტით განცდილ დისკომფორტს შორის. https://grandriver.eu/fog

 

Muzika Utulivu | კონცეფცია
60’

“Muzika Utulivu” (peaceful music) წარმოადგენს მულტიმედია არტისტის, Saphileaum-ის ambient, new age და tribal მუსიკით გაჯერებულ ლაივ-წარმოდგენას, რომელიც აკომპანირებულია ელექტრო-აკუსტიკური პერკუსიით. პერფომანსი წარმოადგენს არტისტის ბოლო წლების ნამუშევრებს, როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების ერთობლიობას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.