fbpx

დელფიკა – Choose Life: DW Akademie-ს პროექტი ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე


გააზიარე სტატია

ავტორი: Delphica Sibyl

 

Choose life

მე ვარ ქართველი

ამ, ერთი შეხედვით მარტივმა წინადადებამ იმდენივე ბედნიერი წუთი მომგვარა, რამდენიც მწარედ ჩამაფიქრა იმაზე, რომღირს კი? მაგრამ, მოდით, სხვა წერტილიდან დავიწყებ

საბჭოთა კავშირში დავიბადეარ გამიმართლა, მაგრამ ჩემი მშობლები არ იყვნენ სავოკები და აი მანდ ნამდვილად გამიმართლა. ბიტლზს, ლედ ზეპელინს და როლინგ სთოუნზს მასმენინებდნენ. 90-იანი ბნელი და სასტიკი წლები გამოვიარეთ. გადავრჩით. გავიზარდე. ბევრი ვისწავლე და ბევრი ვიმუშავე. შვილები გავზარდე, ბევრი ვიმოგზაურე და ამასობაში თითქოს საქართველოშიც გამოიდარა. მაგრამ საქართველოს სვლას ისტორიის ფურცლებზე დარსა და ავდარს თუ შევადარებთ, იმდენი გვექნება სალაპარაკო და საკამათო, ამდენს ალბათ კეთილშობილი ინგლისელი ჯენტლმენების კლუბშიც კი ვერ იბაასებდნენ ამინდზე

დენი ბოილის TRAINSPOTTING არასოდეს იყო ჩემი საყვარელი ფილმი. მაგრამ, რაც მთავარი გმირის მონოლოგი მოვისმინე იმაზე, თუ როგორ შეიძლება აირჩიო სიცოცხლე და „გადარჩე“, მას შემდეგ სულ ვფიქრობდი, სად იყო ის წერტილი, როდესაც გადარჩენაზე იწყებ ფიქრს. ანუ როგორ გადაურჩე: უპერსპექტივობას, უიმედობას, უსამართლობას, კორუმპირებულ მთავრობას, რუსეთის გავლენებს, ღალატს, შევიწროებას, დევნას, სიბრაზეს, სიბერეს. ეს უკანასკნელი საქართველოში ხომ პირდაპირ ვერდიქტიადასასრულის

ყველაზე მეტად ვისი ღალატიც არ მინდოდა, საკუთარი თავი იყო და გადავწყვიტე, იმ ასაკში, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალი სამსახურის ვაკანსიასაც კი აღარ ეძებს, ცხოვრება ნულიდან დამეწყო. დავტოვე საქართველო და გავხდი ქართველი ემიგრანტი. ძალიან რთულია ეს გზა და რაღაცით იმას ჰგავსმოსემ 40 წელი რომ ატარა ებრაელი ხალხი უდაბნოში. უბრალოდ ამ გზაზე შენი თავი შენვე უნდა ატარო და თანაც ისე, რომ ან არ დაეცე, ან არ დაიკარგო და სულაც – არ შემოგაკვდეს.  

ხშირად მომიწია იმის ახსნა ადამიანებისთვის, რომ სამშობლოდან არ გამოვექეცი ეკონომიკურ სიდუხჭირესა და გაბატონებულ პოლიტიკურ კლასს. ასე პირდაპირ არც საპატრიარქოს შევუვიწროებივარ და არც რუს ოკუპანტს ჩაურტყამს თავში კონდახი და საერთოდაც არ გამოვქცეულვარ. კარგი სამსახურიც მქონდა და მოსიყვარულე მეგობრებიც მყავდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემ გარშემო – საზოგადოებაშიც და ქვეყანაშიც – ისე გამეფდა  უსამართლობა და უიმედობა და ისეთი სისწრაფით ვკარგავდი საკუთარ თავსა და ბედნიერების შეგრძნებას, რომ I Chose life. 

როგორ ვარ? არ დაგიმალავთ და ძალიან კარგად. უამრავი შესაძლებლობა ვიპოვე საკუთარ თავში. სწორედ ის ფანჯრები გამიღო ამ ქვეყანამ, რომლებიც ასე საგულდაგულოდ იყო ჩარაზული ჩემს სამშობლოში. ამაზე დიდ და მულტიკულტურულ ქალაქსა და უბანს, სადაც დღეს ვცხოვრობ, ვერც კი ვინატრებდი შორეულ საბჭოთა საქართველოში დაბადებული გოგო. და რომ მე ვარ ქართველი – დღეს და აქ გაცილებით თამამად და ამაყად შემიძლია წარმოვთქვა. 100 კაციდან ნახევარზე მეტი მეტყვის, რომ „ააა, ჯორჯია? ისთერნ იუროპ?“, ვიდრე „ჰოო, პოსტ სოვიეტ რეფაბლიქ“. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა სიამოვნების მომნიჭებელია – იყო ამერიკელისთვის ევროპის ნაწილი

ჯერჯერობით პეპლებისა და ყვავილების საფუძვლიანი ცოდნითა და ამ ცოდნის საჯაროდ გაზიარების სურვილით წვას ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ვმუშაობთ ამაზე მეც და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაც

სიყვარულით,

დელფიკა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.