fbpx

პრემია “თავისუფალი” 2024 წელს დეკემბრის მიწურულს გაიმართება.


გააზიარე სტატია

პრემია “თავისუფალი” დაარსდა 2023 წელს. მისი მიზანია წაახალისოს და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ თეატრალურ პროცესს.

ბოლო წლებში, საქართველოში, თეატრი დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცედ და მიმართულებად იქცა, რომელიც მაყურებელს სულ უფრო და უფრო აქტუალურსა და საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს.  ამგვარ თეატრალურ პროცესს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. პრემია “თავისუფალის” დამფუძნებლის აზრით, დამოუკიდებელი პროექტების მენეჯმენტი არის რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა. საჭიროა, სახელმწიფოსა, თუ კერძო სექტორის ჩართულობით სივრცის შექმნა, სადაც ახალი დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიები გაიცნობენ ერთმანეთს და შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე  რაც ასევე  გაზრდის მათ ცნობადობას.

გასულ წელს პრემია “თავისუფლმა” განიხილა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დადგმული დამოუკიდებელი სპექტაკლები და პერფორმანსები. 2024 წლის კონკურსში მონაწილეთა ნუსხა კი ბევრად მრავალფეროვანი და საინტერესოა.  სულ შემოსულია 12 დამოუკიდებელი  თეატრალური კომპანიისა და ერთი ინდივიდუალური არტისტის განაცხადი. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩატარდა გნცხადებების სელქცია და ჟიურის განსახილველად 20 სპექტაკლი გადაეცა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჟიური დაესწრება და შეაფასებს წარდგენილ სპექტაკლებს.  დეკემბრის ბოლოს კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

პრემია გაიცემა სამ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სპექტაკლი
  • საუკეთესო მსახიობი
  • საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი

აღსანიშნავია, რომ წელს, პრემიას შემოუერთდა რამდენიმე ახალი დამოუკიდებელი თეატრალური გაერთიანება, ამასთანავე კონკურსში, კვლავ იღებენ მონაწილეობას რეგიონებში არსებული დამოუკიდებელი კომპანიები და პროექტები.

ნომინირებული დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიები და პროექტები:

სახელოსნო 42, თეატრალური კომპანია ჰოი, რკინის თეატრი, თეატრი ათონელზე. ჰარაკი, საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია, გურჯაანის კულტურის ცენტრი, თეატრი ყველგან, გიენოსი, ხვლიკი, კატალექსი და რეგიონალური თეატრების ქსელი.

ვუსურვებთ წარმატებას ყველა ნომინანტს და გვჯერა, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი თეატრალური პროცესი შექმნის მნიშვნელოვან კულტურულ ველს ,ზოგადად ქართული თეატრისა და სახელოვნებო სფეროს განვითარებისთვის.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.