ახალგაზრდა მსახიობი დათა ჩაჩუა “აზიური ოსკარის” ჯილდოს მფლობელი გახდა
გააზიარე სტატია
ქართველი, ახალგაზრდა მსახიობი დათა ჩაჩუა “აზიური ოსკარის” ჯილდოს მფლობელი გახდა. დათამ, გიორგი სიხარულიძის სადებიუტო პროექტში, ფილმ “პანოპტიკონში” სანდროს როლი შეასრულა და აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემიამ (APSA), Jewel Private Residences-თან ერთად ახალ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.
დაჯილდოება 30 ნოემბერს, “The Langham”-ში, ასვტრალიაში გაიმართება. 17 ნოემბერს კი სამი სპეციალური ჯილდოს გამარჯვბეულთა ვინაობა გახდა ცნობილი, რომელთა შორისაც დათა ჩაჩუაა.
სანდრო, დათა ჩაჩუას პერსონაჟი, რომელიც სრულიად მარტო რჩება, მას შემდეგ რაც მამამისი მონასტერში გადაწყვეტს ცხოვრების გაგრძელებას, იწყებს მოგზაურობასა და საკუთარი თავის შეცნობას.
მსახიობი დათა ჩაჩუა, ქართველმა მაყურებელმა, სერიალში, “ცვალებად ნიშნებში” გაიცნო.