fbpx

19 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ამერიკაში 17 ივნისს მამის დღე აღინიშნება და ნეტფლიქსის სერიალ “უცნაური ამბების” მსახიობებმა შოუს პერსონაჟს, სტივ ჰარინგტონს ეს დღე  ორიგინალურად მიულოცეს და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს


თუ სერიალის ორივე სეზონი ნანახი გაქვთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ სტივი დასტინზე, მაიკზე, მაქსზე და ვილზე მამასავით ზრუნავს.

წყარო: https://twitter.com

“ლუციფერი” ნეტფლიქსზე ბრუნდება

The streaming giant has picked up the fantasy drama for a fourth season.

მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FOX-მა რამდენიმე სერიალი დახურა, მათ შორის იყო ფანების ფავორიტი შოუ “ლუციფერიც”. შოუს ერთგულმა მაყურებლებმა ინტერნეტსივრცეში კამპანია – #SaveLucifer და #LuciferSaved წამოიწყეს. პროტესტი შედეგიანი აღმოჩნდა და შოუ მეოთხე სეზონით გაგრძელდება, თუმცა ნეტფლიქსზე.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

რეჟისორმა ტერი გილიამმა სასამართლო პროცესი წააგო და ფილმზე, “კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა”, საავტორო უფლებები ჩამოერთვა

the man who killed don quixote rights

გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლომ აღიარა და ფილმზე უფლებები საპროდიუსერო კომპანია Alfama Films-სა და მის მფლობელ პაოლო ბრანკოს მიაკუთვნა. ფილმის საავტორო უფლებებზე დავა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ფილმზე უფლებების დაკარგვის გარდა, ტერი გილიამს ბრანკოს კომპანიისთვის 10 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს. რაც შეეხება ფილმს, 2000 წელს რეჟისორმა ტერი გილიამმა ამბიციური პროექტი დაიწყო, აპირებდა გადაეღო ფილმი, რომელიც მიგელ დე სერვანტესის რომანის, დონ კიხოტის ყველაზე მასშტაბური ეკრანიზაცია იქნებოდა. გადაღებები ხუთ ქვეყანაში – დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ბელგიაში მიმდინარეობდა.
წყარო: https://www.slashfilm.com

 

ოსკარის მფლობელ მსახიობ ნატალი პორტმანს სურს, რომ ვეგანებისთვის კულინარიული შოუ გააკეთოს

Natalie Portman arrives at the LA Dance Project Annual Gala and Unveiling of New Company Space, in Los AngelesLA Dance Project Annual Gala and Unveiling of New Company Space, Los Angeles, USA - 07 Oct 2017

პორტმანისთვის შთაგონების წყარო 2009 წელს ჯონათან საფრანის მიერ დაწერილი წიგნი Eating Animals გახდა, და როგორც ამბობს, სწორედ ამავე პერიოდში გადაწყვიტა ვეგანი გამხდარიყო. Eating Animals-ის მიხედვით ცოტა ხნის წინ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
წყარო: http://www.indiewire.com/

 

დღეს საქართველოში მამის დღე აღინიშნება

Image may contain: one or more people and text

2018 წლის 19 ივნისი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის, We Care-ის ინიციატივით, კამპანიის, “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში, მამის დღე, 19 ივნისი საქართველოში წელს მესამედ აღინიშნება. მამის დღის ცენტრალური ღონისძიება 19 ივნისს, 19 საათზე, თბილისში, მზიურის სცენაზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წარმოადგენენ სპექტაკლს “შოუ ზღაპართა ქვეყანაში”. მზიურის სტუმარ ბავშვებსა და მშობლებს შემეცნებითი და გასართობები თამაშებიც ელით.
წყარო: https://www.facebook.com

 

 Incredibles 2-მა გამოსვლის პირველივე კვირაში რეკორდი მოხსნა

Pixar-ის სუპეროჯახი მეორე ნაწილით დიდ ეკრანზე 2018 წლის 15 ივნისს დაბრუნდა და პირველი კვირის შემოსავლებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილ ჰიტად იქცა. Incredibles 2-ის მეორე ნაწილმა ამერიკის კინოთეატრებში $180 მილიონი მოაგროვა და ის გახდა პირველი ანიმაციური ფილმი, რომელმაც ასეთ შემოსავალს მიაღწია. აქამდე ეს რეკორდი Finding Dory-ს ეკუთვნოდა, რომელმაც $135 მილიონი დააგროვა პირველ კვირაში.
წყარო: https://www.vox.com/

 

True Blood-ისა და American Horror Story-ს მსახიობი დენის ოჰარა HBO-ს სერიალის, Big Little Lies-ის მეორე სეზონში ითამაშებს

ოჰარას ახალ პერსონაჟს აირა ფარბერი ერქმევა, თუმცა ამ ეტაპზე მისი ისტორია უცნობია. Big Little Lies-ის მეორე სეზონი 2019 წელს გამოვა და ძველი მსახიობების გარდა, მეორე ნაწილში ვიხილავთ სამი ოსკარის მფლობელ  მერილ სტრიპსაც.
წყარო: https://deadline.com/

 

პროექტი: ი.ნ.კ.ლ.უ.ზ.ი.ა. – 10 ფოტოგრაფის მიერ მოთხრობილი 10 ისტორია –  გვიყვება ჩართულობასა და ინტეგრაციაზე, ფოტოგრაფების თვალით

Image may contain: 1 person, smiling, standing and outdoor

პროექტში მონაწილეობენ: გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ნატა სოფრომაძე, თაკო რობაქიძე, იანა ყორბეზაშვილი, გიორგი გოგუა, ლელი ბლაგონრავოვა, დინა ოგანოვა, მარიამ ჯანაშია, იან მაკნაუტ დევისი.

ცოცხალი მუსიკა: ნიკა მაჩაიძე და პარა ორკესტრი

ღონისძიებას გახსნის მოცეკვავეთა საერთაშორისო ჯგუფის, ILL-Abilities-ის პერფორმანსი. აშშ-ში დაფუძნებული ჯგუფი ILL-Abilities განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებს აერთიანებს.
წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.