”23” – Objects-ის დიზაინით შექმნილი თანამედროვე კონცეფციის რესტორანი უნიკალური ხედით, ინტერიერის დიზაინითა და ცნობილი შეფმზარეულის შექმნილი მენიუთი
სარესტორნო კულტურა თანამედროვე რეალობაში მხოლოდ გემრიელ მენიუსთან აღარ ასოცირდება. კარგი რესტორანი გემრიელ კერძებთან ერთად ქმნის გამოცდილებას, რომელიც თითოეულ დეტალში იკითხება. სივრცე, სერვისი, ინტერიერის დიზაინი, ატმოსფერო – ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაში წარმოადგენს რესტორნის გარემოს, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა.
სტატიაში გიყვებით რესტორან “23”-ზე, რომელიც ყველა ამ ელემენტს უნაკლოდ აერთიანებს. რესტორანი პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის 45 ნომერში მდებარეობს. თავისი არქიტექტურული აგებულებითა და მდებარეობით ”23” ის ადგილია, საიდანაც თბილისის ყველაზე ლამაზი ხედები იშლება.
როდესაც რესტორან ”23”-ის მენიუს უნიკალურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ცნობილი შეფმზარეულის, დევიდ ლეგრანის შემოქმედებაა. ლეგრანის სახელი დაკავშირებულია თბილისის ისეთ გამორჩეულ სივრცეებთან, როგორებიცაა Stamba და Rooms Tbilisi. ლეგრანის კარიერა უკვე 15 წელზე მეტს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში მან კულინარიისადმი მრავალმხრივი და სენსიტიური მიდგომა ჩამოაყალიბა. ლეგრანისთვის ყოველი კერძი არა მხოლოდ გემოს, არამედ ატმოსფეროს ნაწილიცაა – ის დეტალებში ეძებს სრულყოფილებას და არასდროს ივიწყებს იმას, რომ კერძი სტუმართან კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა. დევიდ ლეგრანი მუდამ აკვირდება ადგილობრივ კონტექსტს და მას კულინარიის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან აერთიანებს.
“23”-ის მენიუში ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვან კერძებს აღმოაჩენთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი კულინარიული გემოვნება გაქვთ ან რომელია თქვენი საყვარელი კერძი – აქ შეძლებთ დააგემოვნოთ სტარტერები, სალათები, პასტა, პიცა, ბურგერები, წვნიანები, ძირითადი კერძები და დესერტები.
მიუხედავად იმისა, რომ ”23”-ის მენიუ ძირითადად ევროპული სამზარეულოსგან შედგება, მასში ნათლად იგრძნობა ადგილობრივი კულინარიული ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემაც. სწორედ ამიტომ რესტორანში დახვეწილი ტექნიკით და თანამედროვე სერვირებით შესრულებული ქართული ტრადიციული კერძებიც არის წარმოდგენილი.
რესტორან “23”-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა თბილისის ულამაზესი ხედებია. სწორედ ამ ხედების შთაგონებით შეიქმნა ინტერიერის დიზაინიც. ინტერიერზე კომპანია Objects-მა იმუშავა. როგორც სტუდიის დამფუძნებელი, ქეთი ასათიანი გვიყვება, ქალაქის შეუდარებელი ხედები ინტერიერის კონცეფციის მთავარი გმირი გახდა. სწორედ ამ შთაგონებით გაჩნდა “Midcentury modern” ესთეტიკა, რომელიც ფერებისა და ტექსტურების საშუალებით სიმყუდროვეს ქმნის.
„გვინდოდა, შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, რომელიც სრულად ასახავდა რესტორნის იდენტობასა და მენიუს მრავალფეროვნებას. გამოწვევა იყო დიდი სივრცის სწორად ათვისება ისე, რომ სიმყუდროვე არ დაგვეკარგა. ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. სამუშაო პროცესში სრული თავისუფლება მქონდა. ხედები ჩემთვის დიდი შთაგონების წყარო გახდა. რესტორანი “23” სწორედ ამ ხედებით არის გამორჩეული – მისი გადმოცემა რთულია, აუცილებლად თავად უნდა ნახოთ“, – აღნიშნავს ქეთი ასათიანი.
“23”-ის ინტერიერის დიზაინში გამოყენებული ელემენტები კულინარიულ გამოცდილებას ავსებს და არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ იდეურადაც ერწყმის რესტორნის საერთო ატმოსფეროს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესტორანი ”23” ყველა იმ ელემენტს აერთიანებს, რაც აქ სტუმრობას განსაკუთრებულ მოგონებად აქცევს. ეს არის ადგილი, სადაც გემრიელი მენიუ, უნიკალური ხედები და ინტერიერის დიზაინი ერთმანეთთან ჰარმონიულად იკვეთება.
“23” მუშაობს ყოველდღე – 09:00-იდან, 23:00-მდე.
მაგიდის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს.












