„არტარეას“ ფესტივალი რეგიონებში გაიმართება
არტარეას პროექტი „თბილისური ეზოები“ 2018 წლის ზაფხულში საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს – „არტარეა ფესტივალის“ სახელით.
პროექტის ფარგლებში ექვსი ღონისძიება – ექვს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება, სწორედ იმ ქალაქებში, თუ კურორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება შედარებით მწირია.
წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრებას თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ, ღირებულ ქართულ ხელოვნებას.
შაბათს, 23 ივნისს ქალაქ რუსთავში „არტარეას ფესტივალის” პირველი ღონისძიება ჩატარდება და ღია ცის ქვეშ ქართული კინოკლასიკის, 1929 წელს გადაღებული კოტე მიქაბერიძის ფილმის – “ჩემი ბებიას” ჩვენება გაიმართება ნიკა მაჩაიძის და ნატალია ბერიძის ელექტრონული მუსიკის თანხლებით.
ფესტივალის პროგრამა:
– 23 ივნისი – რუსთავის პარკი
ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა
კოტე მიქაბერიძის ფილმის “ჩემი ბებია” (1929 წ.) მუსიკალური პრემიერა.
კომპოზიტორი / შემსრულებელი:
ნატალია ბერიძე – ნიკოლოზ მაჩაიძე
– 30 ივნისი – ქუთაისის ბოტანიკური ბაღი
დღესაც თანამედროვე – ინოლა
მონაწილეობენ: ინოლა გურგულიას შვილები – ია და დავით შუღლიაშვილები; თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი და რეზო კიკნაძის კვინტეტი.
– 14 ივლისი – შოვი
მუსიკა და პოეზია რაჭაში
გოგი ძოძუაშვილის და რატი ამაღლობელის ერთობლივი პროექტი “წრე”
– 28 ივლისი – ბორჯომის პარკი
Kordz & Zagareli-Strings
ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი
– 11 აგვისტო – მესტია, სვანეთის მუზეუმი
ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა
მიხეილ კალატოზოვის ფილმის “ჯიმ შვანთე” (1930) მუსიკალური პრემიერა.
კომპოზიტორი / შემსრულებელი – გოგი ძოძუაშვილი
– 22 სექტემბერი – თელავი, ნადიკვარის პარკი
ექსპერიმენტული მუსიკის და ფოლკის ინტერაქცია
პროექტი “სხვა კუთხით”
მონაწილეობენ: ბენ უილერი, ვაჟა მარი, TeTe Noise და კახეთის ადგილობრივი მუსიკოსები.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.