ბიოკოლაგენიქსი – სილამაზის იტალიური ფორმულა უკვე საქართველოშია!
მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული იტალიური ხარისხის ფორმულა ამიერიდან საქართველოს მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.
კანის მოვლაზე ზრუნვა დღეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სილამაზის რუტინა. ეს არის ნაბიჯი საკუთარი თავის სიყვარულისკენ – ამ გამოწვევას ბიოკოლაგენიქსი სრულად პასუხობს და მომხმარებლებს პროდუქტების სრულყოფილ კომპლექტს სთავაზობს – რომელიც ბუნებრივად აღადგენს კანის ელასტიკურობას, აჯანსაღებს სახსრებს და აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს.
რატომ ბიოკოლაგენიქსი?
ბიოკოლაგენიქსის უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს:
- საკვებ დანამატებს, რომლებიც აჯანსაღებს ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამაგრებს სახსრებს, თმასა და ფრჩხილებს.
- შრატებსა და კრემებს, რომლებიც კანს ანიჭებს ელასტიკურობასა და ჯანსაღ ბზინვარებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიოკოლაგენიქსი გთავაზობთ ნაკრებებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებისთვის.
ბრენდის ხარისხი და სამეცნიერო საფუძველი
ბიოკოლაგენიქსს წამყვანი იტალიური ბრენდი – ESI აწარმოებს. საწარმო აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ ინგრედიენტებს.
ბიოკოლაგენიქსის ყველა პროდუქტი შექმნილია სამედიცინო-კლინიკური კვლევების საფუძველზე და მათი ეფექტურობა დადასტურებულია მეცნიერულად.
რატომ არის ბიოკოლაგენიქსის გამოყენების გამოცდილება განსაკუთრებული?
ბიოკოლაგენიქსი პროდუქტთან ერთად გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც თქვენს შედეგზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას.
თქვენ შეგიძლიათ:
- გაიაროთ კონსულტაცია იმის თაობაზე, თუ რომელი ნაკრებია იდეალური თქვენი ასაკისთვის;
- მიიღოთ დეტალური წერილობითი და ვიდეოინსტრუქცია გამოყენების წესების შესახებ;
- პროდუქტის გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
ვისთვის არის ბიოკოლაგენიქსი?
ბიოკოლაგენიქსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს კანის ელასტიკურობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება, ცხოვრობს აქტიურად და ცდილობს, მისი სხეულიც არ ჩამორჩეს ამ ტემპს. ბიოკოლაგენიქსის საკვები დანამატები განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ თმისა და ფრჩხილების სისუსტე, მოდუნებული, მოშვებული კანი ან გრძნობთ დისკომფორტს სახსრებში.
ბიოკოლაგენიქსი გეხმარებათ, გაუმკლავდეთ ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას და შეინარჩუნოთ ბუნებრივი ბალანსი სხეულთან ურთიერთობაში.
პატარა ნაბიჯი დიდი ცვლილებისთვის
ბიოკოლაგენიქსი გპირდებათ თვალსაჩინო და სტაბილურ პროცესს თქვენი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ნაკრების გამოყენების შემდეგ ცხადად დაინახავთ, თუ როგორ გაჯანსაღდება თქვენი კანი, შეწყდება დისკომფორტი სახსრებში, თმა და ფრჩხილები კი აღიდგენენ ბუნებრივ სიძლიერეს.
ეს იქნება ჯანსაღი ყოველდღიური ზრუნვის შედეგი.
397 total views, 2 views today













