fbpx

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines მომხმარებლებს ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს სთავაზობენ


გააზიარე სტატია

17 ივლისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, თიბისის Visa-სა და Turkish Airlines-თან კოლაბორაციით შექმნილი ახალი პროდუქტის – Miles&Smiles ქობრენდ სამოგზაურო ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

პროდუქტი, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მომხმარებლებს დაგროვებისა და ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას ნებისმიერ ქვეყანაში მისცემს.

 

“პროდუქტი აერთიანებს ჩვენს – თიბისის, Visa-ს და Turkish Airlines-ის საერთო ხედვასა და მიზანს, რომ ქართველი მოგზაურები იმსახურებენ საუკეთესო გამოცდილებას, სადაც არ უნდა იყვნენ – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს კოლაბორაცია მხოლოდ დასაწყისია იმის გზის, რომელიც წინ გველის და ამით პირველ რიგში, ჩვენი მომხმარებლები ნახავენ სარგებელს”, – მარიამ თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ლიდერი.

ინოვაციური სამოგზაურო ბარათი თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი და მომხმარებელს სარგებლის მიღების მრავალ ფორმას შესთავაზებს.

 

ბარათის მფლობელებს საქართველოში განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე დაგროვება იმ პირობებით შეეძლებათ, რაც ახალი კონცეპტ 360 Visa Signature ბარათებით არის შესაძლებელი. საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში კი, დამატებით Miles&Smiles მილებსაც დააგროვებენ.

Miles&Smiles მილების დაგროვება საქართველოში, Miles&Smiles -ის პროგრამის პარტნიორებთან და Turkish Airlines-ისა და Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანიების ფრენებზე იქნება შესაძლებელი. ხოლო საზღვარგარეთ მოგზაურობისას, იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც მილების დაგროვება იქნება შესაძლებელი, მრავალფეროვანია: შოპინგი, ტრანსპორტი, გართობა, კვების ობიექტები, სასტუმროები, სამოგზაურო სააგენტოები, სურსათი და სხვა.

“ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია განვავითაროთ საქართველოში ინოვაციები და ეს პროდუქტიც, რომელიც შესთავაზებს მომხმარებელს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას, იქნება გაჯერებული ბენეფიტებით, რომლებიც მის მოგზაურობას უფრო კომფორტულს, სასიამოვნოს და დასამახსოვრებელს გახდის, სწორედ ამ მისიის ნაწილია”, – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

 

დაგროვებული Miles&Smiles მილების გამოყენების შესაძლებლობა, ბარათის მფლობელებისთვის კომფორტისა და მოგზაურობის დამატებითი ღირებულების შექმნის მისიას ემსახურება. მილების გამოყენება შესაძლებელი იქნება: Turkish Airlines-ის ბილეთების, თვითმფრინავში სასურველი ადგილის წინასწარ შერჩევის, ავიაბილეთის კლასის გაუჯობესებისთვის და ბარგის შესაძენად. ასევე, shopandmiles.com-ში შოპინგისას.

თუმცა, ის უპირატესობები, რომლებიც თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათის მფლობელებს მოგზაურობისას ექნებათ, ამით არ მთავრდება. 

მათ ექნებათ საშუალება უფასოდ ეწვიონ თბილისისა და სხვა საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებს წელიწადში 30-ჯერ თანმხლებ პირებთან ერთად. (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე).

ასევე შეეძლებათ წელიწადში 30-ჯერ ისარგებლონ სწრაფი გასასვლელებით თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში, თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე) და ამ ყველაფერთან ერთად, ექნებათ განსაკუთრებული შეთავაზებები ტაქსის, ინტერნეტ როუმინგისა და სხვა სამოგზაურო კატეგორიებში.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია თიბისი ბანკთან და Visa-სთან თანამშრომლობა მათი ინოვაციურობის, პროფესიონალიზმის და სანდოობის გამო. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ჩვენს ქართველ მომხმარებლებს ბევრ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ მოგზაურობის დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც”, – ნურან ერდაღ ჰაბერდარი, Turkish Airlines-ის ლოიალობის მენეჯმენტის ვიცე პრეზიდენტი.

 

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათის კამპანიური სარეკლამო რგოლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რითიც სამი ბრენდის კოლაბორაციაა შთაგონებული – ხედვას, რომ ქართველი მოგზაურები იმსახურებენ საუკეთესო, კომფორტულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებას.

სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი და ნარატორი მერაბ ნინიძეა. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება სცენები მისი ცხოვრებიდან და მრავალფეროვანი კარიერიდან. მთხრობელი გვაჩვენებს როგორ იცვლებოდა მასშტაბის ზრდასთან ერთად სამყაროს მისეული აღქმა და რა მნიშვნელობა აქვს ამ შემოქმედებითი მოგზაურობის პროცესში თავისუფლებასა და დაწესებული საზღვრების გაქრობას. ვიდეოს დასკვნითი მესიჯიც სწორედ ეს არის: “იმოგზაურე საზღვრების გარეშე” და ეს გზავნილი აერთიანებს ყველაფერს, რასაც თიბისის, Visa-ს და Turkish Airlines-ის კოლაბორაცია ემსახურება.

ბარათის შეძენა მომხმარებლებს აგვისტოს თვიდან, პირადი ბანკირის დახმარებით შეეძლებათ.

 

 

393 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.