Farm Talks: “თანამედროვე კორპორაციული სამყაროს ეკოსისტემა”
19 სექტემბერს კიკეთის ფერმა გიწვევთ სასაუბროდ თემაზე – “თანამედროვე კორპორაციული სამყაროს ეკოსისტემა”.
Farm Talks – კიკეთის ფერმისა და Peoples’ აკადემიის საერთო საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროექტია, რომელიც პირველად 19 სექტემბერს გაიმართება. შემოდგომის სეზონის თემა “თანამედროვე კორპორაციული სამყაროს ეკოსისტემა“ იქნება.
ღონისძიება ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და შთამაგონებელ გარემოში, კიკეთის ფერმაში ჩატარდება, სადაც კორპორაციული სამყაროს წარმომადგენლები კორპორაციულ გამოწვევებზე, მენტალურ კეთილდღეობაზე, ლიდერობაზე, ინოვაციებსა და იმ ცვლილებებზე ისაუბრებენ, რომლებიც თანამედროვე სამუშაო კულტურას ესაჭიროება.
Peoples’ აკადემია და მულტიფუნქციური სივრცე კიკეთის ფერმა ერთობლივად ქმნიან პლატფორმას გამოცდილებების გასაზიარებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად გარემოში, სადაც ბუნება და ადამიანი ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან.
სესიებსა და პანელურ დისკუსიებს გაუძღვებიან ბიზნესლიდერები, ტრანსფორმაციასა და ადამიანის განვითარებაზე ორიენტირებული სპიკერები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები. დისკუსიები საინტერესო იქნება როგორც ტოპ–მენეჯერებისა და HR პროფესიონალებისათვის, აგრეთვე ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებული.
პროგრამა მოიცავს ფერმის ტურს, ცხენებით გასეირნებას საცხენოსნო მოედანზე, ჭილოფის ქუდის გაფორმებას, სესიებს, “Farm to table“ ვახშამს და მუსიკალურ საღამოს.
17:00 – 18:00 | სესია 1: მენტალური ჯანმრთელობა
თემა: ნიღაბი გადარჩენისთვის; ვინ ვარ სინამდვილეში?
სპიკერები:
▷ ნუგზარ ძიძიგური, პერსონალური განვითარებისა და ტრანსფორმაციული პროცესების კონსულტანტი და ინსტრუქტორი,
თემა: “წარმატება, შინაგანი თვითრეალიზება“;
▷ სალომე კასრაძე, განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრი, სალომე კასრაძის პოდკასტის ავტორი;
თემა: “განწყობის ფსიქოლოგიის გამოყენება შრომითა და ცხოვრებით კმაყოფილებისთვის“.
18:00 – 19:00 | სესია 2: The Flow Culture
პანელური დისკუსია: როლებს მიღმა
პანელის მენტორი: ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტ-კონსულტანტი ტრანზაქციული ანალიზის, პოზიტიური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მიმართულებით;
სპიკერები:
▷ ხათუნა ტუღუში, Adjara Group, People & Culture Director;
▷ დეა ჩხაიძე, Creative Leadership Hub, დამფუძნებელი და CEO, ლიდერობისა და კულტურის კონსულტანტი, PCC ლიდერობის ქოუჩი;
▷ სალომე ფანცალაშვილი, ICI Paris, ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
▷ ნიკოლოზ შეყილაძე, GULF Georgia, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
▷ ერეკლე კოკაია, Inn Group Hotels, CEO;
▷ გივი გვეტაძე, Wendy’s, Dunkin’ & Subway Georgia, CEO.
19:00 – 19:15 | შესვენება და თავისუფალი დრო ფერმაში
19:15 – 20:00 | სესია 3: ადამიანი და ტექნოლოგია
სპიკერები:
▷ იაკო ჯიქია, Helio AI, თანადამფუძნებელი და CEO,
თემა: “მე, ბებია, ილიკო და AI”;
▷ ნინუცა ნანიტაშვილი, ტექნოლოგიების ევანგელისტი,
თემა: “ინოვაცია: მიზანი თუ საშუალება?“;
20:00 – 21:00 | სესია 4: Gen Z – იდენტობა და მიზანი
პანელური დისკუსია: Gen Z – WORKSETTERS
პანელის მენტორი: ლიკა ნოზაძე
▷ მარიამ ხუროძე, სტუდენტი, TEDx სპიკერი, ევროპული სკოლის, ეკონომიკისა და ფინანსების ასოციაციის პრეზიდენტი;
▷ ოთო მელანაშვილი, Kan-Guroo, დამფუძნებელი;
▷ ნათია კურტანიძე, FLUTTER INTERNATIONAL, აღმასრულებელი ასისტენტი.
ღონისძიების შეჯამება
ნინო მესხიშვილი, Adjara Group, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
21:00 | “Farm to table” ვახშამი, მუსიკა და კოცონი
ლოკაცია: კიკეთის ფერმა, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
ბილეთები: http://tkt.ge/FarmTalks
მხარდამჭერები: ბაკურიანი, Gulf, AACC, Monkey Shoulder, HENDRICK’S, კიკეთის ფერმის ღვინო, TKT.Ge


