fbpx

კორძის კასეტა – სიახლე მუსიკოსისგან


გააზიარე სტატია

 

მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ მსმენელისთვის კასეტა გამოუშვა. კასეტას სტანდარტულად ორი მხარე აქვს – ერთ მხარესაა  უკვე ყველასთვის ცნობილი სიმღერები, როგორიცაა: SDEQ, San Marino, Day2Remember, ხოლო მეორე მხარეს სრულიად ახალი ალბომი – “B-Sides”. 

ეს არის ალბომი, რომელიც ჯერ არსად დევს და მისი მოსმენა ექსკლუზიურად მხოლოდ  კასეტის სულ 200 მფლობელს შეეძლება.

კორძისთვის ინსპირაცია Prince-ის მისი საყვარელი ალბომი –  “The Hits & The B-Sides” იყო, რომელსაც მუსიკოსი ბავშვობაში უსმენდა, თუმცა მაშინ არ იცოდა, ეს სათაური რას ნიშნავდა. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ B Sides არის სიმღერები CD-ის მეორე მხარეს, რაც თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვან ტრეკებს მოიაზრებს, სინამდვილეში კი უკეთესია. 

 

“გარდა პრინცისა, ხშირად ვუსმენდი Elvis Presley-ის, The Beatles-ის და სხვა შემსრულებლების Greatest ან Best of ჰიტებს, რადგან მაშინ სხვა  არაფერი იყო.”

კასეტას აქვს საკუთარი, ნოსტალგიური ჟღერადობა, რაც ალექსანდრესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ხმამაღალი “შუმი” ფონად, უფრო თბილი ხმა, რაც კორძის ნაწარმოებებს განსაკუთრებით უხდება. 

“წინასწარ მეც არ ვიცოდი, ზუსტად როგორი გამოვიდოდა, რადგან უბრალოდ, სპონტანურად, ფიზიკურად მომინდა ჩემი მუსიკა, კასეტა კი ერთ თვეში მზად იყო. ვინილს მეტი დრო სჭირდება, თუმცა ისიც აუცილებლად იქნება.” 

კორძის ბოლო ორ ლაივზე, მუსიკოსს უკვე თან ჰქონდა კასეტები, სადაც მსმენელს შეეძლო პერსონალური წარწერით კასეტის შეძენა – მათ დამოკიდებულებაში იგრძნობა, რომ რაღაც კარგი და სასიამოვნო ხდება.

კასეტის გამორჩეული დიზაინი შექმნა ალექსანდრე კორძაიას მეგობარმა, მუსიკოსმა სანდრო თავართქილაძემ.

კასეტაში არის კოდი, რითაც შეგიძლია მუსიკა ონლაინ, საიდუმლოდ ჩამოწერო, რადგან მაგნიტოფონი ძველებურად ბევრი ადამიანის სახლში აღარ მოიძებნება.

კასეტის პრინტი შექმნა record.ge-მ საქართველოში, სულ 200 ცალი. შეზღუდული რაოდენობით უკვე იყიდება VELI.store-ზე. მალე კასეტები გაიყიდება vodckast-შიც და კორძის შემდეგ ლაივებზეც.

 

ფოტოები: Zukao


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.